x
image
ირაკლი რუსიძე
სანტა თუ სატანა?

image

შობა-ახალი წელი- წლის ყველაზე პოპულარული და პომპეზური მოვლენაა მსოფლიოს უდიდეს ნაწილში - თავისი მთავარი პერსონაჟებით: ქრისტე და სანტა. თუმცა პირველი სულ უფრო და უფრო ასოცირდება შობა-ახალ წელთან, ვიდრე-მეორე. შეიძლება ეს გამოწვეულია სანტას არსების უფრო მოქნილობით. ის უკვე ზერელიგიურია, მცირე ასაკიდან უფრო ადვილად მისაღები, ცვლილებების უფრო ამტანი და კომერციულად კარგად გამოყენებადი (ქრისტეს გამოსახულებას ბანერებზე, რეკლამებზე, ასევე რაიმეს მოსართავ-გასაფორმებლად ვერ გამოვიყენებთ). თუმცა არის სანტას გაპოპულარების სხვა უფრო რთული და საშიში ახსნაც. ამერიკელი პასტორის, ედუარდ კაროთერსის და არა მარტო მისი მოსაზრებით, ეს ყოველივე სატანის ხრიკებია და კაცობრიობის სულ უფრო გაათეისტებისკენ არის მიმართული. მისი აზრით, სანტა დაესაკუთრა ქრისტეს დიდებას.იესო ქრისტე და მისი შობა შეიცვალა სანტათი და ახალი წლით. დღეს ბავშვებს, კაცობრიობის მომავალს, ჯერათ სანტა კლაუსის, თავის ფერიებ-ჯუჯებიანად, უყვართ და აღფრთოვანებული არიან მისით. და გავა წლები, მათ არარსებობაშიც მალევე დარწმუნდებიან, თუმცა ის ბავშვობის დროინდელი სითბო და მოწიწება მაინც სიცოცხლის ბოლომდე დარჩებათ, თავიანთ შვილებსაც წარმატებით გადაცემენ, და იქნება კი მათ გულებში ქრისტეს ადგილი?

0
14
შეფასება არ არის
ავტორი:ირაკლი რუსიძე
ირაკლი რუსიძე
14
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0