x
მეტი
  • 19.07.2018
  • სტატია:78726
  • ვიდეო:331463
  • სურათი:435415
თანზიმათი ოსმალეთის იმპერიაში

თანზიმათი არის რეფორმების პერიოდი ოსმალეთის იმპერიაში, რომელიც გრძელდებოდა დაახლოებით 40 წლის განმავლობაში და მიზნად ისახავდა ქვეყნის ევროპეიზაციას პოლიტიკურ, სოციალურ, საგანმანათლებლო და პოლიტიკურ საქმეში.

1839 წლის 3 ნოემბერს, კვირა დღეს გამოიცა სულთნის "ჰატი შერიფი", უმაღლესი ბრძანებულება. გამოცხადების ადგილად არჩეულ იქნა სულთნის საზაფხულო სასახლის წინ მდებარე გიულჰანეს მოედანი, რის გამოც სულთნის უმაღლესი ბრძანებულება ისტორიაში შევიდა "გიულჰანეს ჰატი შერიფის" სახელწოდებით. ამ საზეიმო აქტს ესწრებოდნენ მინისტრები, ულემები, ბერძნულ-მართლმადიდებლური და სომხურ-გრიგორიანული ეკლესიის მეთაურები, უცხო სახელმწიფოთა ელჩები.

გიულჰანეს ჰატი შერიფს წინ უძღოდა პრეამბულა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ძველ დროში, როცა ოსმალეთის იმპერიაში იცავდნენ ყურანის კანონებსა და წესებს სახელმწიფო უფრო ძლიერი იყო. შემდგომ, 150 წლის მანძილზე ყურანმა დაკარგა ის ძალა, ამიტომ ღმერთის დახმარებითა და წინასწარმეტყველის შუამდგომლობით მათ სურდათ აღედგინათ ყურანის ძალა და ქვეყნის ძლიერება, ეს კი შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ ახალი რეფორმების საშუალებით. ამ მანიფესტში პირობა იყო იმპერიის ყველა ქვეშევრდომის სიცოცხლის, ღირსებისა და ქონების უსაფრთხოების გარანტიაზე, გადასახადების სამართლიანობის უზრუნველყოფაზე, საიჯარო სისტემის გაუქმების სამართლიანობის უზრუნვერყოფაზე, საიჯარო სისტემის გაუქმებაზე, ჯარში გაწვევის წესის შეცვლაზე და სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადის შემცირებზე. მოცემული იყო ასევე გარანტია სასამართლო პროცესების საჯაროობასა და მსჯავრდებულთათვის ქონების კონფისკაციის პრაქტიკის შეწყვეტაზე, ცხადდებოდა იმპერიის ქვეშევრდომთა თანასწორობა აღმსარებლობის მიუხედავად, რაც ძირეულად ცვლიდა საგადასახადო სისტემას, რომელიც განსხვავებული იყო მუსლიმთა და არამუსლიმთა შემთხვევაში.

გასატარებელ რეფორმათა სია მიუთითებდა იმას, რომ ოსმალეთის იმპერიაში საეთოდ არ იყო დაცული ადამიანის უფლებები, სახელმწიფო ინსტიტუტები არ ასრულებდნენ მოვალეობას და ქვეყანაში კორუფცია იყო გამეფებული. ეს იყო ოსმალეთის იმპimageimage

ერიაში პირველი ოფიციალური დოკუმენტი, რომელშიც ნახსენები იყო მუსლიმისა და არამუსლიმის თანასწორუფლებიანობა. ეს დოკუმენი საშუალებას აძლევდა არამუსლიმ მოსახლეობას დაეცვათ საკუთარი უფლებები, რომლებიც სულთნის ბეჭდით იყო დადასტურებული. ამ დოკუმენტით ასევე მოხდა რელიგიის ოფიციალური გამიჯვნა სახელმწიფოსგან. ოსმალეთის იმპერიაში სეკულარიზმის დამცველი გახდა სულთანი.

0
73
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ ხაბულიანი
მარიამ ხაბულიანი
73
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0