x
“თოვლის კრისტალები"- ვინ გადაიღო ფიფქის პირველი ფოტო

image 1885 წელს, ამერიკელმა ფერმერმა უილსონ ბენტლიმ მოარგო კამერა მის მიკროსკოპს და გადაუღო პირველი ფოტო ფიფქს, ძალიან ახლო რაკუსით.მიუხედავად იმისა, რომ სურათი 5ცენტად გაიყიდა, მიიჩნევენ რომ ამ ფოტომ ახალი მიმართულება შექმნა ფოტოგრაფიის ისტორიაში.მისი დელიკატური სიმეტრიის და უნიკალური კრისტალური სტრუქტურის გამო ფიფქები იყო და არის ძალიან მიმზიდველი ფოტოგრაფებისთვის. ბენტლის კონკრეტულად ეს ფოტოსურათი გამოიკვლიეს სხვადასხვა ფოკუსით, სხვადასხვა სინათლეზე და დაამტკიცეს მისი უნიკალურობა, ის მართლაც წინ უსწრებდა დროს.

imageბენტლის ექსპერიმენტები მიკროსკოპით დაიწყო მაშინ, როდესაც დედამ მას მე-15-ე დაბადების დღეზე აჩუქა მიკროსკოპი.ვერმონტში(სადაც ის ცხოვრობდა) გათოვებისთანავე ინდაურის ბუმბულით მოჩხრეკდა თოვლს და ამოარჩევდა მისთვის ერთადერთ ფიფქს.გადაიტანდა მიკროსკოპის მინაზე და აკვირდებოდა მის სტრუქტურას და დნობის პროცესს.საბოლოოდ კი იპოვა გზა, თუ როგორ დაემაგრებინა კამერა მიკროსკოპზე, რათა გადაეღო ეს უნიკალური ფოტო.მისი ერთ-ერთი მთავარი მიღწევა იყო ღემა შთაბეჭდილების მოხდენა ბიოსამესიცინო ფოტოგრაფიის პროფესორზე-მაიკლ პერესზე.

1904 წელს კი გამოიცა სტატია, სადაც ბენტლი წერდა: " თოვლის კრისტალები... მხოლოდ იმიტომ კი არ მოდიან ჩვენთან რომ აღმოვაჩინოთ ბუნების წუთიერი მშვენიერება, არამედ იმის სასწავლებლად რომ დედამიწის მშვენიერება გარდამავალია და მალე ჭკნობადი.თოვლის მშვენიერება დროებითია, ისევე როგორც შემოდგომის მშვენიერება, საღამოს ცის მშვენიერება, ის მალე გაქრება, თუმცა აუცილებლად ბრუნდება..."

0
38
2-ს მოსწონს
ავტორი:იორინდა
იორინდა
38
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0