საზოგადოება
რამდენი მილიონით გამდიდრდა ივანიშვილი 2017 წელს
2017, 27 დეკემბერი, 15:00
გასული წელი საქართველოს მოქალაქეებისთვის ეკონომიურად ძალიან მძიმე იყო.ლარის კურსის განუწყვეტელმა ვარდნამ დოლართან მიმართებაში ფასების ზრდა გამოიწვია თითქმის ყველაფრზე. დასავლეთ საქართველოში შემოჭრილმა აზიურმა ფაროსანამ, კი ისედაც ღარიბი აგროსექტორი კიდევ უფრო გააღარიბა. თუმცა, ერთმა ქართველმა მაინც, მოახერხა გამდიდრებულიყო -ივანიშვილის ქონება ამ ერთ წელში 350 მილიონი დოლარით გაიზარდა - შეიძლება ითქვას ის ყველა ქართველის მაგივრად გამდიდრდა. Bloomberg-ის შეფასებით ბიძინას ქონება წლის დასაწყისში 4, 45 მილიარდ დოლარს შეადგენდა, წლის ბოლოსთვის კი ის 4.8 მილიარდად შეფასდა.