x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
ვარდების ომი? ეს ყველამ უნდა ნახოს, საინტერესოა


imageიცოდით?-ინგლისში პლანტაგენეტების დინასტიის 2 განშტოება იყო: - ლანკასტერები და იორკები ერთმანეთის დაუძინებელი მტრები იყვნენ. ლანკასტერებს სამეფო ტახტი ეკავათ, მაგრამ მათი მდგომარეობა მნიშვნელოვნად შეარყია ინგლისელთა ასწლიან ომში დამარცხებამ. ომს დიდძალი თანხა სჭირდებოდა, რამაც გადასახადების ზრდა და მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია. ფეოდალური არისტოკრატიის ნაწილი ლანკასტერებს ომის წაგებასა და საფრანგეთში მამულების დაკარგვაში ადანაშაულებდა. უკმაყოფილოთა რიცხვს ისიც ზრდიდა, რომ სახელმწიფომ საომარ მოქმედებებში მონაწილეებს გასამარჯელოს გადახდა შეუწყვიტა. უკმაყოფილო ფეოდალები იორკების ჰერცოგების გარშემო დაირაზმნენ და ხელისუფლების წინააღმდეგ ომში ჩაებნენ. ლანკასტერებსა და იორკებს შორის სამოქალაქო ომი 30 წელს გაგრძელდა (1455-1485). ამ ფეოდალურ შინაომს მოგვიანებით ''ვ ა რ დ ე ბ ი ს ო მ ი'' ეწოდა, რადგან ლანკასტერების გერბზე გამოსახული იყო ალისფერი, ხოლო იორკების გერბზე-თეთრი- ვარდი.



0
111
4-ს მოსწონს
ავტორი:ავთო კენჭოშვილი
ავთო კენჭოშვილი
111
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0