x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
იორმუღანლოელი მწყემსი დედოფლისწყაროელებს მოკვლით ემუქრება (ვიდეო)
image


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ თავწყაროში აზერბაიჯანელი მწყემსი, რომელიც საგარეჯოს სოფელ იორმუღანლოს მკვიდრია, ადგილობრივებს მოკვლით ემუქრება. დაპირისპირება ადგილობრივმა ჟურნალისტებმა გადაიღეს, თუმცა მწყემსი საკუთარ ვინაობას მალავს და გვარი-სახელს არ აკონკრეტებს. როგორც სოფელ თავწყაროში ამბობენ, ამ მწყემსის გვარი-სახელია ფირუზ აბდულაევი. ის თავწყაროში ოზაანელ ვაჟა ქოქიაშვილის კუთვნილ ფერმაშია დასაქმებული.


ფერმის მწყემსი ხეების მოჭრაში თავად გარსენიშვილს ადანაშაულებს და მოკვლით ემუქრება. - „ჩემმა შვილმა მოჭრა ორი აკაცია, ამ კაცმა კიდევ 52. შენ გიწერია სიკვდილი და ჩემ ხელში მოკვდები შენ. უნამუსო კაცი ხარ.“ - ამბობს მწყემსი.


დაპირისპირება ხელოვნურად გაშენებული ხეივანის გაჩეხვას მოჰყვა. ადგილობრივები ხეების მოჭრაში მწყემსებს ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ ამ ტერიტორიაზე არსებულ ფერმებს ირგვლივ საძოვრები არ აქვს, ამიტომ იძულებულნი არიან საქონელი ნაკვეთებში ატარონ. შედეგად, მიმდებარე ტერიტორიაზე ნათესიც ზიანდება.



ბრალდებებზე გაღიზიანებულმა მწყემსმა მუქარა კამერის თანდასწრებით დაიწყო და ადგილობრივებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. კადრები „სპექტრის“ ჟურნალისტმა გაავრცელა.



0
595
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
595
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0