საზოგადოება პირველი საბჭოთა ჯადოქარი – ანატოლი კაშპიროვსკი 2017, 24 დეკემბერი, 13:12 ანატოლი კაშპიროვსკი
ფსიქოთერაპევტი, რომელმაც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დაშლამდე მოიპოვა პოპულარობა. ის ტელევიზიის საშუალებით ადამიანების დაჰიპნოზებას ახერხებდა. ჰიპნოზით ანესთეზიასაც კი ანაცვლებდა. მას ამდაგვარი მეთოდით არაერთი ოპერაცია აქვს ჩატარებული. კაშპიროვსკიმ ერთ-ერთი ოპერაცია თბილისშიც ჩაატარა, 1989 წელს. ანატოლი თბილისის საოპერაციო ოთახს კიევიდან ერთვებოდა, პაციენტი ეკრანს უყურებდა და ასრულებდა კაშპიროვსკის დავალებებს. ოპერაცია სრული ანესთეზიის გარეშე ჩატარდა, პაციენტმა მეორე დღეს სრულიად ჯამრთელმა გაიღვიძა. ანატოლი კაშპიროვსკი დღეს 76 წლისაა და ისევ აქტიურად აგრძელებს ხალხის განკურნებას. დადის ქალაქ-ქალაქ და კურნავს ხალხს ის არჩენს გლანდებს, არეგულირებს წნევას და კურნავს სხვადასხვა დავადებებს. როგორც კაშპიროვსკმა 2 წლის წინ განაცხადა მის სიაში საქართველოც არის და აპირებს საქართველოში ჩამოსვლას და ხალხის განკურნებას. ანატოლი დღეს-დღეობით რუსეთში ცხოვრობს და ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ადამიანად ითვლება. 251 1-ს მოსწონს
|