x
მსოფლიო და ცივილიზაცია
"ღვთის ნება დედამიწაზე სახელმწიფოა" გ.ვ.ფ. ჰეგელი.

ზემოთ აღნიშნული წინადადება არაა უბრალოდ ფრაზა, რომელსაც ადამიანი გვერდს მარტვიდად აუვლის. არ შეიძლება ადამიანი ცხოვრობდე და რამის არ გწამდეს. თვით ათეისტებსაც კი აქვთ რწმენა, რომელსაც ისინი თავისებურდ ხსნიან.

ადამიანი არაა მხოლოდ სურვილი და გონი, ეს ასე რომ იყოს, სავსებით კმაყოფილი იცხოვრებდა სამხრეთ კორეის სამხედრო დიქტატურისა და დომინგანური ტაივანის რეჟიმის პირობებში, თუმცა ამ ქვეყნის მოქალაქეებს რაღაც უფრო მეტი აერთიანებთ, ეს წმინდა სურვილი და გონია.

ერთიანი მსოფლიო ქმნის ცივილიზაციას, რომელიც მუდმივად განვითარების პროცესშია, არსებობის ყველა სფერო იხვეწება და სწორედ აქ წარმოჩინდება ადამიანის გონი, ადამის დროიდან კაცობრიობა ცათამბრჯენების და კომპიუტერის ეპოქამდე მოვიდა.


ბაბილონის გოდოლი, ჯვაროსნული ლაშქრობები, მსოფლიო ომები, ატომური ბომბები, ყოველი ზემოთხსენებული კაცობრიობის მტკივნეულ ისტორიას ქმნის.

არსებობს ერთადერთი ფაქტორი, რომელიც დედამიწაზე მცხოვრებ ყველა ადამიანს აერთიანებს, მიუხედავად, მათი განვითარების დონისა, კულტურის ტიპისა თუ რელიგიური აღმსარებლობისა, ეს ფაქტორი შიშია. ფაქტობრივად ერთადერთი, რაც ადამიანთა საზოგადოებას დღეს ერთი სისტემის ფარგლებში აქცევს - მისი ფიზიკური განადგურების პოტენციური შესაძლებლობების არსებობაა.

ასეთი სახით კაცობრიობა ჩამოყალიბდა 1945 და 1957 წლებში, როდესაც ამერიკელებმა გამოიყენეს ბირთვული იარაღი იაპონიის წინააღმდეგ, ხოლო საბჭოთა კავშირმა დედამიწის პირველი ხელოვნური თანამგზავრის გაშვებით დაამტკიცა, რომ აღარ არსებობდა ადგილი პლანეტაზე, სადაც ბირთვული ჭურვის მიტანა არ შეიძლებოდა.

ალბათ კაცობრიობის ისტორიას არ ახსოვს პერიოდი, როდესაც, არ იყო ომი, ბრძოლა, დაპირისპირება. ეპოქა, რმელიც მშვიდობაზე, ტოლერანტობაზე და ერთობაზე იქნებოდა დამყარებული. სამწუხარო ფაქტი ისაა, რომ არც მომავალი გვიქადის შემწყნარებლობაზე და სიყვარულზე დაფუძნებულ მსოფლიოს, ამიტომ ადამიანები ყოველთვის უნდა ვცდილობდეთ შევცვალოთ რაღაც, რაც შესაცვლელია, მოძველებულია და საყრდენს უფუჭებს მსოფლიოს მექანიზმს, რომელიც ბედნიერი მომავლის საწინდარია. ადამიანებმა უნდა ვისწავლოთ დათმობა, დამშვიდება და ურთიერთგაგება.

დღევანდელი დღე ხომ სწორედ იმიტომ არსებობს, რომ ვიამაყოთ წარსული დღეებით და ვიზრუნოთ უკეთესი მომავლის შექმნისთვის.

ეს არაა ქადაგება, ეს მხოლოდ სურვილია, რომელსაც ყოველი ადამიანი უნდა გრძნობდეს, საკუთარ თავში ხედავდეს.

და ბოლოს, ყველა ადამიანი თანასწორადაა შექმნილი, - შესაძლოა იმიტომ, რომ მათ შემოქმედისგან მინიჭებული აქვთ გარკვეული თანდაყოლილი უფლებები.

არჩევანი მკითხველს მივანდოთ.


0
9
შეფასება არ არის
ავტორი:მღებრიშვილი გვანცა
მღებრიშვილი გვანცა
9
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0