x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ორმა პიტბულმა თავის "საყვარელი პატრონი" შეახრამუნა
image22 წლის ბეტანი ლინ სტივენსი ვირჯინიიდან (აშშ)საკუთარმა ძაღლმა მოკლა ტყეში სეირნობის დროს, გოგონას დასახიჩრებული გვამი მას შემდეგ აღმოაჩინა პოლიციამ, როდესაც ბეტანის მამამ პოლიციაში განაცხადა ქალიშვილის დაკარგვის შესახებ.


როდესაც პოლიციამ გოგონას გვამი აღმოაჩინა, ორივე პიტბული იქვე შორიახლოს იმყოფებოდა, ბეტანის სხეულზე 60 ჭრილობა აღენიშნებოდა.მთლიანად დასახიჩრებული ჰქონდა სახე და ყელი გამოღადრული იყო.გოგონას ხელებიც დაგლეჯილი ჰქონდა, აშკარად იგი თავს იცავდა, თუმცა აგრესიულმა ძაღლებმა მას შანსი არ დაუტოვეს.

image

უცნობია რა გახდა ძაღლების პროვოცირების მიზეზი, ბეტანი მათ პატარაობიდანვე, ლეკვობის პერიოდიდან ზრდიდა და ძალზე უყვარდა ისინი, "ფეისბუქზე" გოგონას უამრავი ფოტო ედო საყვარელ ცხოველებთან ერთად გადაღებული.



ბეტანის მეგობრებს არ სჯერათ, რომ ეს ძაღლებმა ჩაიდინეს, თუმცა ექსპერტი დარწმუნებულია, რომ მკვლელობა სწორედ ძაღლების ნამოქმედარია.

image

XIX საუკუნეში გამოყვანილი ეს ამერიკული ჯიშის ძაღლი ყველაზე საშიშად ითვლება მსოფლიოში, პიტბულის(სწორი დასახელება პიტ ბულ ტერიერი)ასე "გაბოროტებას" და მის ძლიერ ფიზიკურ მონაცემებს ისევ ადამიანებს უნდა "ვუმადლოდეთ" რომლებიც ბოროტად იყენებდნენ წლების განმავლობაში.უამრავი ტრაგიკული შემთხვევის დაფიქსირების შემდეგ ამ ჯიშის ძაღლი ევროკავშირის უმეტეს ქვეყნებში აიკრძალა, ხოლო შეერთებულ შტატებში აკრძალეს პიტბულის უნებართვოდ გამრავლება.

4
791
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
791
  
2017, 19 დეკემბერი, 22:54
ამიტომ ავღნიშნე ბაქარ, ეს ძაღლები სპეციალური დავალებებისთვისაა განკუთვნილი და პირადად არცერთ შემთხვევაში არ ვურჩევ მის ყოლას ახლობელს.
2017, 19 დეკემბერი, 21:04
კინაღამ შვილი მოუკლა მეგობრის სიძეს..არა და ის ბავშვიც ზრდიდა..ბოლო მომენტში დაანება უცებ თავი ...თან დედ-მამის თვალწინ..ქვეყანა ნაკერები დაადეს საავადმყოფოში..კი მოიშორა მერე
2017, 19 დეკემბერი, 20:49
ვერ შეიგნო ამ ხალხმა,რომ ეს ჯიშები სპეციალურადაა გამოყვანილი აგრესიული და უწი-პუწით ვერ შეუცვლიან გენებს და ბუნებას
2017, 19 დეკემბერი, 18:50
ამიტომ არ მიყვარს სელექციით გამოყვანილი საბრძოლო ძაღლები. შვილს, რომ არ მოეკლა მეზობელ კაცს მისივე სტაფი სასიკვდილოდ დაგლეჯდა/
0 1 4