x
image
კატაპულტი
შევხვდებით თუ არა ახალ წელს თოვლით?
image

ახალ წლამდე სულ რაღაც ერთი კვირაა დარჩენილი და საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობა უკვე სადღესასწაულო სამზადისშია. ახალი წელი ყოველთვის მხიარულ, საზეიმო და ემოციებით აღსავსე დღესასწაულად ითვლება და მას განსაკუთრებით უხდება თოვლით დაფარული არე-მარე, სადაც ბავშვებისაგან გაკეთებული თოვლის ბაბუები იწონებენ ხოლმე თავს.

საინტერესოა, რას გვპირდებიან სინოპტიკოსები 2018 წლის დადგომისას, გვექნება თუ არა ახალი წლის მშვენება თოვლი?

როგორც მეტეოროლოგები იუწყებიან, წელს, ზოგადად, ცივი, მაგრამ უნალექო ზამთარი იქნება, თუმცა მცირე თოვლი მაინც მოსალოდნელია სხვადასხვა პერიოდში.


დედაქალაქში ახალი წლის დადგომისათვის მზიანი ამინდია გამოცხადებული და სინოპტიკოსების თქმით, არანაირი თოვლი არაა მოსალოდნელი იანვრის შუა რიცხვებამდე, ძველით ახალი წლის გასვლის შემდეგ.

შიდა ქართლში მეტწილად იგივე ამინდი იქნება, რაც თბილისში, იმ განსხვავებით, რომ ახალი წლის დადგომამდე ზოგიერთ რაიონში მცირე თოვლი მოვა(25-26დეკემბერს), ხოლო ძველით ახალ წელს შიდა ქართლში არც თუ ისე მცირე თოვლთან ერთად შეხვდებიან.

სამეგრელოში დეკემბრის ბოლოს წვიმებია მოსალოდნელი და ძველით ახალი წლისათვის მცირე თოვლია შესაძლებელი.

რაც შეეხება კახეთს, იქ მზიანი ამინდები შენარჩუნდება 2017 წლის ბოლომდე და 2018 წლის იანვრის შუა რიცხვებამდე.ძველით ახალი წლისათვის მცირე თოვლია მოსალოდნელი და 17 იანვრიდან კი ნალექი უფრო მოიმატებს.

ქვემო ქართლში დეკემბრის ბოლომდე რამდენიმე დღე იქნება მცირე თოვლი, ხოლო იანვრის შუა რიცხვებიდან საშუალოზე მეტ ნალექს ელოდებიან დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში.

იმერეთში დეკემბრის ბოლოს წვიმებია მოსალოდნელი, იანვრის შუაში კი თოვლ-ჭყაპი.

რაჭა-ლეჩხუმში 20 რიცხვამდე მზიან ამინდს უნდა ელოდნენ, შემდეგ კი ერთი კვირის განმავლობაში – თოვლს, რომელსაც სავარაუდოდ დეკემბრის ბოლოს გამოსული მზე ახალ წლამდე დაადნობს.ძველით ახალ წელს კი დიდი შანსია, რომ რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში დღესასწაულს თოვლთან ერთად იზეიმებენ.

გურიაში თვის ბოლოს მზიანი ამინდია ნავარაუდევი, მანამდე კი წვიმა იქნება, თოვლი აქ მხოლოდ ძველით ახალ წელსაა მოსალოდნელი.

P.S. გაითვალისწინეთ, ინფორმაცია ეფუძნება www.accuweather.com -ის მონაცემებს რეგიონული ცენტრების მიხედვით.

ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ!

0
741
4-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
741
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0