x
image
ვიზა კოხაძე
Mediator image
Mediator image
რას წერს ბრიტანული პრესა საქართველოს მესამე პრეზიდენტზე მიხეილ სააკაშვილზე

imageამჟამად უკრაინაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, რომელიც უკრაინის დროით 13 საათზე დაიწყო., რასაც წინ უძღოდა გუშინდელი აქცია კიევის ცენტრში. სააკაშვილის მხარდამჭერები კიევის ცენტრში გუშინ შეიკრიბნენ და როგორც ბრიტანული პრესა წერს, მაიდანზე ასეულ ათასობით მხარდამჭერი იყო მობილიზებული.მაიდანზე მოხდა მასობრივი საპროტესტო აქციების ფოკუსირება, რომელიც ერთადერთი მოთხოვნით იყო შეკრებილი: - " პოროშენკოს იმპიჩმენტი".მიხეილ სააკაშვილის მეუღლემ სანდრა რულოვსმა შეკრებილ უკრაინელებს სიტყვით მიმართა და თქვა: - " უკრაინის ხელისუფლებამ წითელი ხაზები გადაკვეთა, მიშა დააპატიმრეს პოროშენკოს ბიზნესის ფონზე, რომელსაც შოკოლადის ბიზნესი აქვს უკრაინაში. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ პოროშენკოს, რომ პოლიტიკა არ არის ბიზნესი და ხალხი არ არის ნაკეთობა".imageimageimageდემონსტრანტებმა პოროშენკოს კომპანიის "Roshen" კუთვნილი საკონდიტრო მაღაზიები დაანგრიეს და ფანჯრები დაამსხვრიეს.სააკაშვილის მოკავშირე ეგორ სობოლევი, რომელიც პოროშენკოს მოკავშირე და ანტიკორუფციული კომიტეტის თავმჯდომარე იყო, პრეზიდენტის გადაყენებას და იმპიჩმენტს ითხოვს, რომ " იმპიჩმენტი არის გზა კლეპტოკრატიიდან დემოკრატიისკენ".

პოლკოვნიმმა ვალერი შაპოვალოვმა დიდი პოსტი გამოაქვეყნა: - " პოროშენკო ოლიგარქია და სულელია.მას კორუფციასთან ბრძოლა ელის, "ფუტკარი თაფლს ვერ შეაჩერებს". აქციაში მონაწილეობას იღებდნენ მემარჯვენე და მემარცხენე ნაციონალური ჯგუფები.

dailymail ცნობით, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ქართულმა საზოგადოებამ ორჯერ აირჩია საქართველოს პრეზიდენტად და რომელიც პოსტსაბჭოთა კორუფციულ ქვეყანას 2004 - 2013 წლებში მართავდა, მან თავისი ძალისხმევით ანტიკორუფციული რეფორმები გაატარა, მაგრამ რუსეთთან კატასტროფული ომის შემდეგ ქართულმა საზოგადოებამ გააკრიტიკა და ოპონენტები მას ავტორიტარულ მმართველად განიხილავდნენ.მიხეილ სააკაშვილი - საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უკრაინაში ოპოზიციის ლიდერი გახდა, რომელსაც პოროშენკოს ხელისუფლებამ მოქალაქეობა ჩამოართვა. დღეს სააკაშვილი პოროშენკოს ოლიგარქიული რეჟიმის და კორუფციის ჭაობში ჩაფლული ქვეყნის პატიმარია. image
imageუცხოური პრესა და ტელევიზია დღეს აქტიურად ადევნებს თვალს უკრაინაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის დაკავებას უკავშირდება, აქტიურად განიხილავს საქართველოს მესამე პრეზიდენტის საკითხს. ამჟამად სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, სადაც უნდა გამოცხადდეს განაჩენი.ადვოკატები მოსამართლეს რადას დეპუტატების თავდებობას თხოვდნენ, რომლებიც მრავლად იყვნენ წარმოდგენილნი სასამართლო დარბაში (რადას 12 დეპუტატი ), მათ შორის იულია ტიმოშენკოც.პარალელურ რეჟიმში აქცია მიმდინარეობდა საქართველოს დედაქალაქში - თბილისში უკრაინის საელჩოსთან, რომლებიც გადაწყვეტილების მოლოდინში ნებისმიერი სცენარისთვის მზად არიან.

სასამართლო პროცესის დაწყებამდე 200 მომხრე პოლიციამ პეხერსკის რაიონულ სასამართლოშსი ჩაკეტა.სააკაშვილმა მხარფდამჭერებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და თქვა: - " ჩვენ არ გვინდა კონფრონტაცია, ჩვენ არ გვინდა რაიმე მკვეთრი ნაბიჯები".უკრაინის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილი დააკავა ბრალდებით, რომ მას კავშირი ჰქონდა უკრაინელ ბიზნესმენთან, რომლითაც პოროშენკოს ჩამოგდება უნდა განეხორციელებინა. სააკაშვილი ბრალდებას უარყოფს და აპროტესტებს პატიმრობას. ის თავს " უკრაინელი ოლიგარქების პატიმრად მიიჩნევს".

1
352
4-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
Mediator image
Mediator image
352
  
2017, 11 დეკემბერი, 23:26
ტიპიური ავანტიურისტის ეტალონად გამოდგება, ჩამოვიდეს და გასცეს კითხვებზე პასუხი პროკურატურას.
სანდრას უკრაინა მისი მშობლიური მეთევზეების სოფელი ხომ არ ჰგონია ყველგან, რომ ერევა!?
0 1 1