სხვა ევროვიზიის გამარჯვებულს გული გადაუნერგეს 2017, 11 დეკემბერი, 12:12 პორტუგალიური მედიის ცნობით ევროვიზია 2017-ის გამარჯვებულ პორტუგალიელ სალვადორ სობრალს გული გადაუნერგეს. გავრცელებული ინფორმაციით 27 წლის მომღერალს ოპერაცია ლისაბონში ჩაუტარდა. ექიმების განცხადებით ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და მომღერალს საფრთხე არ ემუქრება. შეგახსენებთ, რომ სალვადორ სობრალმა წლევანდელი ევროვიზია სიმღერით "Amar pelos dois " მოიგო. 62 1-ს მოსწონს
|