x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133844
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
ნატურალური სასუქი, რომელიც «მკვდარს გააცოცხლებს»

დაავადებული მცენარეების გამოცოცხლების სხვადასხვა მეთოდი არსებობს. ზოგი კარგ შედეგს იძლევა, ზოგიც – არც თუ ისე კარგს. მაგრამ, მეთოდი, რომელიც აქ არის წარმოდგენილი, მართლაც რომ უნიკალურია. ჯერ ერთი, ის სრულიად ნატურალურია და მეორე – მისი გამოყენებით, შესაძლებელია თითქმის გამხმარი მცენარის გამოცოცხლება და მისთვის ჩვეული სილამაზის დაბრუნება.

image

სასუქის მოსამზადებლად შემდეგი ინგრედიენტები არის საჭირო:

1. დიდი ბანანის ქერქი – 1 ცალი

2. დაფქული ყავა – 200 გრ.

3. კვერცხის ნაწუჭი – 3 კვერცხის

მომზადება: მოათავსეთ ინგრედიენტები ბლენდერში და დაამატეთ ცოტა წყალი, რომ ბლენდერმა მუშაობა შეძლოს. მიღებული სასუქი ქოთანში, გრუნტზე გაანაწილეთ და მცენარე მორწყეთ.


image

გარკვეული პერიოდის შემდეგ, თქვენი მცენარე გამოცოცხლდება.


imageრატომ არის ეს სასუქი ასეთი ეფექტური? კვერცხის ნაჭუჭი კალციუმს და მაგნიუმს შეიცავს. მისი ცალკე, სასუქად გამოყენებაც შეიძლება, მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ კალციუმი და მაგნიუმი ნიადაგის მჟავიანობას ამცირებს, რაც ზოგიერთ მცენარეს, მაგ., კალებს არ მოსწონთ.

ყავის მარცვალი აზოტს შეიცავს და გარდა ამისა, დაფქული ყავა სუბსტრატს უფრო ფხვიერს ხდის.

რაც შეეხება ბანანის ქერქს, ის შეიცავს იმ ნივთიერებებს, რომლებიც აუცილებელია მცენარის ზრდისა და ყვავილობისთვის. ესენია: კალიუმი, კალციუმი და ფოსფორი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კალიუმი ძალიან ეფექტური საშუალებაა ბუგრების წინააღმდეგ საბრძოლველად, რაც არც თუ ისე იშვიათი პრობლემაა ქოთნის ყვავილებისთვის.

აუცილებლად გამოიყენეთ ეს საშუალება. ნუ მოიცილებთ თავიდან მცენარეს, რომელსაც, ერთი შეხედვით, აღარაფერი ეშველება. სცადეთ, რას კარგავთ?!


imageimage


თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:image

ნაყენი, რომელიც ყველაზე დასუსტებულ მცენარესაც კი სიცოცხლეს დაუბრუნებს

სახლის ლამაზი ყვავილნარის საიდუმლო

მარადიული ახალგაზრდობის და სილამაზის სიმბოლო. მცენარე, რომელიც ყველას უნდა ჰქონდეს სახლში


2
4183
11-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
4183
  
2017, 17 დეკემბერი, 22:22
სასარგებლო სტატიაა:)
2017, 11 დეკემბერი, 10:03
ვითომ უშველის ჩემ ყვავილებს? - უნდა ვცადო.
0 1 2