საზოგადოება ბაკურ სვანიძე:"არა! შთამომავლობა შეგვაჩვენებს იმიტომ, რომ ჩვენ არ ვუწევდით პროპაგანდას ნარკოტიკს და არ ვაძლევდით მოქალაქეებს თავისუფლად გაჩხერის საშუალებას!" 2017, 9 დეკემბერი, 20:27 ბლოგერი, იუმორისტი ბაკურ სვანიძე თიკო სადუნიშვილის "რეაქციაში"“ ნარკოტიკების ლეგალიზების შესახებ გამოთქმულ მოსაზრებას სოციალური ქსელით ეხმაურება, სადაც სადუნიშვილი აღნიშნავს, რომ "„გავა დრო და შემდეგი თაობები აუცილებლად გაგვაკრიტიკებენ ამის გამო, იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ, მათთვის დაუჯერებელი ფაქტი იქნება, რომ ოდესღაც, საქართველოში ასეთი სასტიკი მეთოდებით უსწორდებოდნენ ნარკოტიკების მომხმარებლებს. როცა ჩემი შვილი მკითხავს, რას აკეთებდით მაშინ, არ მინდა ვუპასუხო, რომ იცი რა დედა, ჩვენ ცოტა ფული გვქონდა, გადავფრინდებოდით და სხვა ქვეყნებში ვგულაობდით მეთქი..." "ჰო! აბა რა! "დრო რომ გავა" ჩვენ - დ ე დ ე ბ ი ს და მ ა მ ე ბ ი ს თაობას, "შემდეგი თაობები", ანუ შ თ ა მ ო მ ა ვ ლ ო ბ ა, აუცილებლად "გაგვაკრიტიკებენ", მეტიც, შეგვაჩვენებენ, არა იმიტომ რომ ს ო ხ უ მ ი და ც ხ ი ნ ვ ა ლ ი დავკარგეთ, ტერიტორიები გავანიავეთ, ქართული ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო მოვსპეთ და გ ა ვ ა ფ ა რ ჩ ა კ ე თ... არა! შთამომავლობა შეგვაჩვენებს იმიტომ, რომ ჩვენ არ ვუწევდით პროპაგანდას ნ ა რ კ ო ტ ი კ ს და არ ვაძლევდით მოქალაქეებს თავისუფლად გ ა ჩ ხ ე რ ი ს საშუალებას! აი, ეს იქნება მთავარი ს ა ყ ვ ე დ უ რ ი მომავალი თაობებისა ჩვენს მიმართ! კიდევ ალბათ ის, რომ ტ **** ი ტყ****ს ტაშს არ ვუკრავდით! თორემ, აბა, ახლა, ტერიტორიებზე ვინ რას გვეტყვის? რა დროს "ჩვენი მიწა" და "სხვისი მიწაა" კაცო, ამ გაგანია ო ც დ ა მ ე ე რ თ ე შ ი?! ))))) "ქოფირაით" - ბ რ ძ ე ნ ი თ ი კ ო!"-წერს ბაკურ სვანიძე. 113 4-ს მოსწონს
|