x
image
თედო16
ის მსახიობები, რომლებმაც რეალურ ცხოვრებაში მოკლეს ადამიანები
ხშირად გვინახავს ფილმებში, როცა ერთი ადამიანი მეორეს კლავს, მაგრამ არსებობენ ისეთი მსახიობებიც, რომლებსაც ადამიანი რეალურ ცხოვრებაში მოუკლავთ. წარმოგიდგენთ 4 მამაკაც მსახიობს, რომლებმაც მძიმე ცოდვა არა ფილმში, არამედ რეალურ ცხოვრებაში ჩაიდინეს. ზოგიერთი მათგანი ახლაც ციხეშია.


1. ჩარლზ დატონი

70-იან წლებში, სანამ "უცხო-3" გამოვიდოდა, მსახიობმა ჩარლზ დატონმა მკვლელობისთვის, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შენახვისთვისა და ციხის ბუნტის ორგანიზებისთვის განკუთვნილი სასჯელი მოიხადა.image

2.ლილო ბრანკატო


2011 წელს სერიალ "სოპრანოს კლანის" და "ბრონქსის ისტორიის" მსახიობმა ლილო ბრანკატომ როგორღაც მოახერხა და ციხიდან საკუთარ მეგობრებს "ტვიტერის" საშუალებით მიწერა. იმ დროს ლილოს უკვე მოხდილი ჰქონდა 10 წელი. ბრანკატო ახლაც ციხეში იმყოფება და ნიუ ორკის ქალაქ იონკერსში პოლიციელის მკვლელობისთვისა და ქურდობისთვის სასჯელს იხდის.image

3.სკაილარ დელეონი

"რეინჯერების" სერიალის მსახიობს სკაილარ დელეონს 2009 წელს სიკვდილით დასჯა ორმაგი მკვლელობისთვის მიუსაჯეს. მან ცოლ-ქმარი მათი იახტის გამო მოკლა.


4.მეთიუ ბროდერიკი

1987 წელს, ირლანდიაში დასვენების დროს, ბროდერიკი იმ დროინდელ მეგობარ გოგოსთან ერთად იჯარით აღებული ავტომობილით "ვოლვოს" ფირმის მანქანას დაეჯახა. "ვოლვოში" მყოფი ქალი და მისი ქალიშვილი გარდაიცვალნენ, თავად მსახიობმა ფეხი მოიტეხა, მისმა მეგობარმა გოგონამ კი მცირე დაზიანება მიიღო. ჭორის დონეზე ვრცელდებოდა ხმები, რომ ბროდერიკმა ყველა იურიდიული ბრალდება თავიდან აიცილა.image

0
103
1-ს მოსწონს
ავტორი:თედო16
თედო16
103
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0