x
image
Ezhichok
როგორ ვიპოვოთ სიყვარული ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით - 2018 წლის ჰოროსკოპი


image


ფაქტობრივად ყველა ადამიანს სურს სიყვარული და ნორმალური ურთიერთობების ქონა. ჩვენ ყოველთვის ვეძებთ ახლობელ ადამიანებს, რომლებიც გაგვიგებენ, რათა გავატაროთ მათთან ერთად მთელი ცხოვრება. ვიღაცებმა უკვე იპოვეს სიყვარული, სხვები ჯერ კიდევ ეძებენ. ამ სტატიაში, მოგითხრობთ, როგორ ვიპოვოთ სიყვარული ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით.

1.ვერძი:

შეანელეთ ცხოვრების ტემპი და დატკბით მცირედი ბედნიერებებით. მაგალითად, აიღეთ შვებულება სამსახურიდან და გაატარეთ მთელი დღე სადმე სასიამოვნო გარემოში, მეგობრებთან ან საყვარელ ადამიანთან ერთად. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეძებეთ თავგადასავლები, რომლებიც დაგაახლოვებთ თქვენს მეორე ნახევართან.


2. კურო


მიიღეთ ის ფაქტი, რომ თქვენ ჯერ კიდევ არ იცით ყველაფერი სიყვარულის შესახებ და შესაბამისად ვერ გააკონტროლებთ თუ ვინ შეიყვაროთ და ვინ არა. ნუ დაიძაბებით, თუკი ნელ-ნელა ვითარდება სასიყვარულო სიტუაცია. უბრალოდ მოიცადეთ და ყველაფერი რიგზე იქნება.


3. ტყუპები

ნუ განეწყობით ყველაფრის მიმართ ძალიან სერიოზულად, ნუ დაემორჩილებით ნეგატივებსა და შიშს. ეძებეთ მეორე ნახევარში ის, რაც ნამდვილად გჭირდებათ, ნუ მოატყუებთ ნურც საყვარელ ადამიანს და მით უმეტეს საკუთარ თავს.


4. კირჩხიბი

ნუ ეცდებით ძალით შეინარჩუნოთ ურთიერთობები, იყავით ბუნებრივი და პირდაპირი. გახსოვდეთ, რომ ყოველთვის კარგია საკუთარ გრძნობებზე საუბარი. ნურაფერს დაიტოვებთ გულში. ეს საქმეს გაგიმარტივებთ.


5. ლომი

ჩართეთ თქვენი დიდებული კრეატივი და ეძებეთ ასევე კრეატიული ადამიანი ურთიერთობისთვის. ისაუბრეთ ნაკლები საკუთარი თავის შესახებ და დაუთმეთ მეტი დრო თქვენს გვერდით მყოფს. მიიღეთ ის ფაქტი, რომ თქვენ შეგიძლიათ საკუთარი არჩევანი გააკონტროლოთ, იმავეს ვერ აიძულებთ სხვას.


6. ქალწული

ნუ იფიქრებთ ძალიან ბევრს, მიენდეთ გულს. არ ეძიოთ მიზეზი იმისა, რომ არ შეხვდეთ კონკრეტულ პიროვნებებს. მიეცით საკუთარ მეს თავისუფლება, იყავით დარწმუნებული, რომ თქვენ ხართ ჭკვიანი, კრეატიული და საინტერესო მოსაუბრე. მერწმუნეთ, მეორე ნახევრის გულის მოპოვებას მარტივად შეძლებთ.


7. სასწორი

აკეთეთ ის, რასაც თქვენი სული მოითხოვს და შეეშვით სხვის კომფორტზე ზრუნვას. გააკეთეთ ის არჩევანი, რომელიც თქვენ გაგაბედნიერებთ და არა სხვებს.


8. მორიელი

დაუთმეთ საკუთარ თავს მეტი დრო. იფიქრეთ საკუთარ ბედნიერებაზე. თუ თქვენ თავს გაართმევთ ნეგატივებზე ფიქრს და მოიხსნით კომპლექსებს, ყველაფერი გამოგივათ. ურთიერთობა გააბით ლაით ადამიანებთან, რათა თავი მსუბუქად იგრძნოთ.


9.მშვილდოსანი

გარისკეთ და გადადგით პირველი ნაბიჯი, მაგრამ ისიც გახსოვდეთ, რომ მხოლოდ თქვენ აგებთ საკუთრ ცხოვრებისეულ შეცდომებზე პასუხს. როდესაც დარწმუნდებით, რომ შეხვდით დიდ სიყვარულს, არავითარ შემთხვევაში არ დამალოთ ეს. განაგდეთ შიშები და წინ !


10. თხის რქა

მიეცით თავს უფლება იმხიარულოთ და იცინოთ. რა თქმა უნდა, სიყვარულსაც სჭირდება ლოგიკა და გეგმა, მაგრამ არა ისეთი, როგორიც თქვენ გგონიათ. თუ იპოვით ადამიანს, ვისთანაც თავს თავისუფლად, მსუბუქად და ბედნიერად იგრძნობთ, არ გაუშვათ!


11. მერწყული

იყავით ღია ურთიერთობების დროს, ნუ მოაწყობთ სცენებს, ნუ მოიქცევით უცნაურად ყურადღების მისაქცევად. ნუ შეუშინდებით გრძნობებს და ნუ ეცდებით მათ კონტროლს.


12. თევზები

თავს ყველაფრის ნება მიეცით. სხვის მაგალითებზე ნუ იმსჯელებთ. ყველა ურთიერთობა ინდივიდუალურია და თუ სხვას არ გამოუვიდა, სავსებით შესაძლებელია, რომ თქვენ გამოგივიდეთ.

0
205
1-ს მოსწონს
ავტორი:Ezhichok
Ezhichok
205
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0