x
image
თედო16
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე 2001 წელს დაბადებული პირი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.


"გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 1 დეკემბერს თბილისში, აკ. ხორავას ქუჩაზე, ერთ-ერთ ეზოში, მოზარდებს შორის დაწყებული შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა, რა დროსაც გ.ბ-მ არასრულწლოვან ლ.დ-ს დანით სხეულზე მრავლობითი დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ლ.დ საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.


სამართალდამცველებმა გ.ბ ცხელ კვალზე, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. რაც შეეხება, ამავე შემთხვევის დროს, არასრულწლოვანი დ.ს-ს დაჭრის ფაქტს, ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დღეს გარდაიცვალა. დადგენილია სავარაუდო დამნაშავე, რომლის დასაკავებლად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამომძიებო ღონისძიებები." - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.image

0
33
1-ს მოსწონს
ავტორი:თედო16
თედო16
33
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0