x
image
ილია მარტყოფლიშვილი
პირველი გეი ქორწინება ჩოხებში - ქართველმა ბიჭებმა იქორწინეს

image

არასამთავრობო უფლებადაცვითი ორგანიზაცია „ლგბტ საქართველოს“ თანადამფუძნებელი დავით შუბლაძე მამაკაცზე დაქორწინდა. დავით (მიხეილ) შუბლაძე ერთერთი აქტიური აქტივისტი იყო, რომელიც ლგბტ თემის უფლებებს საჯარო გამოსვლებით იცავდა და არც მედიით გამოსვლებს ერიდებოდა.


საქორწინო ცერემონიალი აშშ-ში გაიმართა. დავითი და მისი რჩეული ტრადიციულ ქართულ სამოსში - ჩოხებში იყვნენ გამოწყობილები.


ცერემონიალის ამსახველი ფოტო თავად დავით შუბლაძემ სოციალურ ქსელში განათავსა.

მეგობრები დავითს და მის რჩეულს ულოცავენ და აღნიშნავენ, რომ წყვილი ფოტოზე არაჩვეულებრივად გამოიყურება.

0
511
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
511
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0