x
image
Maia kordzadze
კანფეტების წვიმა კახეთში
image

image

მედიამ განაცხადა, რომ კახეთის სოფელში მოსწავლეებს სასულიერო პირებმა ვერტმფრენიდან ნაკურთხი კამფეტები გადმოუყარა.


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელთა უფლებამოსილება შეაჩერა, იმის გამო, რომ ვერტმფრენში ისხდნენ მღვდლები, რომლებიც კახეთის სოფლებში ბავშვებს კამფეტებს უყრიდნენ. _ იტყობინება მედია, სამინისტროს მითითებით.

image


კამფეტების წვიმა ცვიოდა სოფლებში: შილდა, ენისელი, გრემი, ალმათი და საბუე, დიდი დასვენების დროს. ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით მოხდა. როგორც მედია იტყობინება კამფეტები ნაკურთხი იყო.

მოგვიანებით ამაზე ისაუბრა პატრიარქმა-ილია მეორემ.

“ რა მოხდა? მღვდლებმა ბავშვებს კამფეტები აჩუქეს. მერე რა? შეიძლება ეს რაღაც ნორმებში არ ჯდება, მაგრამ ხომ არ დავაპატიმრებთ ამ სასულიერო პირებს?- დასვა კითხვა პატრიარქმს.

აღსანიშნავია, რომ ინციდენტი უკვე გამოძიებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ.

image

იმედია, კურთხევის ახალი ფორმის იდეოლოგებს ციხე არ ემუქრებათ, რადგან ციდან ფიფქის ნაცვად კამფეტები ცვიოდა. ეს კი აუცილებლად გაახარებდა ყველა პატარას.




3
145
9-ს მოსწონს
ავტორი:Maia kordzadze
Maia kordzadze
145
  
2017, 20 ნოემბერი, 12:05
ნამდვილად :)
2017, 20 ნოემბერი, 11:56
კი გეთანხმებით, მაგრამ ყველას თავისი მოეკითხება, თუ რამეს არასწორს აკეთებს
2017, 18 ნოემბერი, 11:11
ცოტა უცნაური ფორმა კი შეარჩიეს ბავშვების გასახარებლად, მაგრამ ცუდი არაფერი უქნიათ, რავიცი... თუმცა კი საქილიკო თემა გახდა სოციალურ ქსელში: "მამაოები ახლა ჯიპებს აღარ კადრულობენ, ვერტმფრენებზე გადავიდნენო."
0 1 3