x
მეტი
  • 18.11.2017
  • სტატია:71065
  • ვიდეო:324130
  • სურათი:426063
უნდა ვენდოთ თუ არა ჰოროსკოპს? ყველაფერი ჰოროსკოპის შესახებ

image
პირველ რიგში გავეცნოთ თუ რას წარმოადგენს ასტროლოგია და როგორ წარმოიშვა. საქმე ისაა, რომ ძვ.წ. აღ 4000 წლის წინ შუმერები შეჰყურებდნენ ცას და დაადგინეს, რომ მზე ბრუნავს დედამიწის ირგვლივ და ამ მოვლენას ეკლიპტიკა დაერქვა.image
შუმერებმა თავისი ცოდნა ბაბილონელებს ასურელებსა და ბერძნებს გადასცეს. ისინი საუკუნეების განმავლობაში აკვირდებოდნენ ცას და დაჰყვეს ის 12 ტოლ ნაწილად. 30 გრადუსი თითოს.imageimageთავიდან თანავარსკვლავედთა რაოდენობა 13-ს (Ophiuchus- გველისმჭერის თანავარსკვლავედი) შეადგენდა, მაგრმა ბაბილონელება ის ამოიღეს. imageასტროლოგები და ასტრონომები განსხვავდებიან ერთმანეთისგან, მაგრამ ორივეს გამორჩეული დამოკიდებულება აქვთ ვარსკვლავების მიმართ.

ასტრონომები - იკვლევენ პლანეტებს, თუ რისგან შედგებიან ისინი, როგორ მოძრაობენ, როგორია მათი ატმოსფერო, ტემპერატურა და ასე შემდეგ.

ასტროლოგები- ასტროლოგებს კი გამოაქვთ დასკვნები, რომელთაც ვერ უარყოფ და ასევე ვერ დაადასტურებ, დაიჯეროთ ან არ დაიჯეროთ ეს უბრალოდ გემოვნების საკითხია. მაგრამ სიტყვა რწმენის გამოყენება მაშინვე იწვევს ასტროლოგიის მეცნიერებიდან გამოყოფას.
imageბევრი ადამიანი თავის დღეს ასტროლოგიური პროგნოზით იწყებს. მაგრამ ღირს, რომ ვენდოთ, ასეთ წინასწარმეტყველებას? რა თქმა უნდა ეს შეკითხვა მრავალ ადამიანს გაუჩნდა. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხშირად ჩვენი გადაწყვეტილებები დამოკიდებულია ჩვენს ცნობიერებაზე.image მილიონობით ადამიანს სჯერა, იმისა, რომ ვარსკვლავთა მდებარეობას აქვს კავშირი, იმასთან თუ, როგორ გაატარებს ადამიანი დღეს და ასევე ცხოვრებას. ეცნობიან მათ ჰოროსკოპს მანამდე, სანამ ურთიერთობის ეტაპზე მივლენ.

image რაიმე კატაკლიზმის დროს ჰორსკოპისადმი ინტერესი იზრდება. რადგან ჰოროსკოპი ამ შემთხვევაში მოქმედებს, როგორც ფსიქოთერაპევტი - ხალხს საუკეთესო და მშვიდ განწყობას უქმნის, რადგან ბევრი ადამიანი ძალიან ცრუმორწმუნეა. ძირითადად ჰოროსკოპს თავდაჯერება მოკლებული ადამიანები იყენებენ, რომლებსაც დეპრესია აქვთ.imageასტროლოგები ხშირად კამათობენ თუ რა არის მნიშვნელოვანი : პირის დაბადების მომენტი თუ კონცეფციის დრო. მეცნიერები კი ამ დისკუსიას უაზროდ მიიჩნევენ.

ჯიმი რენდიმ, რომელიც ფართოდაა ცნობილი ამერიკაში, ჩაატარა საკამოდ საინტერესო ექსპერიმენტი. მონაწილეებმა მიიღეს ბროშურები ჰოროსკოპით, რენდი ამტკიცებდა, რომ ამ ჰოროსკოპზე თითოეულის ინდივიდუალური მახასიათებელია. რომლის შედეგად სტუდენტების ნახევარზე მეტმა ამტკიცებდა, რომ ჰოროსკოპი იყო ზუსტი, ხოლო მეორე ნახევარი კი მიიჩნევდა, რომ ჰოროსკოპი იყო სისულელე. რენდიმ კი შესთავაზა ყველა მონაწილეს გაეცვალა თავისი ბროშურა, შემდეგ გაირკვა, რომ ყველა ბროშურაზე ერთი და იგივე ტექსტი ეწერა. ეს ექსპერიმენტი აჩვენებს, რომ ჰოროსკოპი ეყრდნობა სკეპტიციზმის გარკვეულ რაოდენობას განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა ადმიანი შთაგონებულია.

0
90
2-ს მოსწონს
ავტორი:თოკა ჯაბნიძე
თოკა ჯაბნიძე
90
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0