x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508596
სუფრის ძმრის გამოყენების უჩვეულო მეთოდები
image


რაში შეიძლება დაგვეხმაროს ჩვეულებრივი სუფრის ძმარი? გთავაზობთ 15 საშუალებას:

1.უნარჩუნებს ფერს სარეცხს

ძველი და ნაცადი მეთოდია, რეცხვის წინ ჩაალბეთ სარეცხი ცივ წყალში 15 წუთით და ჩაუმატეთ ნახევარი ჭიქა ძმარი, შემდეგ კი გადაიტანეთ სარეცხის მანქანაში და გარეცხეთ ჩვეულებრივად.


image

2.ათეთრებს

დაამატეთ ძმარი გავლების დროს და იმისთვის, რომ სუნი არ დარჩეს- კიდევ გაავლეთ.

image

3. გაწმინდეთ ონკანი

დაასველეთ ქაღალდის ხელსახოცი ძმარში და შემდეგ დააფინეთ ან შემოახვიეთ იმ ადგილას, სადაც ნალექია მოდებული. ერთი საათის შემდეგ კი ღრუბლით გაწმინდეთ.

image


4.გაწმინდეთ მინა და სარკე

ძმარი შესანიშნავი გამწმენდი საშუალებაა მსგავსი ზედაპირებისთვის. უბრალოდ, შეურიეთ ერთმანეთს წყალი და ძმარი თანაბარი რაოდენობით.

image

5.გაწმინდეთ დანები

დანების და მაკრატლების გასაწმენდად მოასხით მის ზედაპირს ძმარი, მოაყარეთ მარილი და გაწმინდეთ ღვინის ბოთლის საცობით. ამ პროცედურის შემდეგ კი გაავლეთ წყალში და კარგად გაამშრალეთ.

image

6.აშორებს სუნს

იმისათვის, რომ უსიამოვნო სუნი ან ავეჯსა და კედლებში გამჯდარი თამბაქოს სუნი მოაშოროთ ოთახიდან, ჩაასხით ფართო ჭურჭელში ძმარი და დატოვეთ ოთახში მთელი ღამით.

image


7.გაწმინდეთ ნაგვის ურნა

ზოგჯერ ნაგვის ურნას გარეცხვითაც კი არ ეცლება უსიამოვნო სუნი. გააზავეთ თბილ წყალში ძმარი და ამ ხსნარით გარეცხეთ ნაგვის ურნა, შემდეგ კი წყალში გაავლეთ.

image

8.განდევნეთ ჭიანჭველები

იმისთვის, რომ ამ მწერებისგან გათავისუფლდეთ, გააზავეთ წყალი და ძმარი 1:1 თანაფარდობით. ჩაასხით საფრქვევმოწყობილობიან ბოთლში და დაამუშავეთ ის ადგილები, სადაც ჭიანჭველები ჩნდებიან.

image

9.გაწმინდეთ შხაპის ყურმილი

იმისთვის, რომ საშხაპე ყურმილი შიგნით და ზედაპირზე წარმოქმნილი ნადებისგან გაწმინდოთ, ჩაასხით პაკეტში ძმარი და ყურმილს ქვემოდან დაამაგრეთ, ისე, რომ ის მთლიანად სითხეში მოექცეს. დაამაგრეთ ზემოთ რეზინით და დატოვეთ ასე მთელი ღამით.

image

10.მოაშორეთ სარეველა

ჩაანაცვლეთ ქიმიური ჰერბიციდები ნატურალური ძმრით. უბრალოდ მოასხურეთ ძმარი სარეველას და 2 დღის შემდეგ კიდევ გაიმეორეთ პროცედურა.

image

11.ამოიყვანეთ ლაქა ხალიჩიდან

შეურიეთ წყალი და ძმარი თანაბარი პროპორციებით და გაჟღინთეთ დალაქავებული ადგილი ამ სითხით. 5 წუთის შემდეგ გაწმინდეთ სუფთა ჩვრით.

image

12.გაწმინდეთ უნიტაზი

იმისთვის, რომ უნიტაზს ნადები და ჟანგის ლაქები მოვაცილოთ, უბრალოდ მოასხით კედლებზე ძმარი და გააჩერეთ 1 საათით.

image13.გაწმინდეთ რეზინის სათამაშოები

ჩაყარეთ ჭურჭელში რეზინის სათამაშოები, დაასხით თბილი წყალი და ნახევარი ჭიქა ძმარი. 10წთ-ის შემდეგ კი ღრუბლით გარეცხეთ. ძმარი შესანიშნავი მადეზინფიცირებელი საშუალებაცაა.

image

14.გაწმინდეთ ფეხსაცმელი

ხავერდის ან ტყავის ფეხსაცმელი ხშირად ლაქავდება წვიმაში. დაასველეთ ქაღალდის ხელსახოცი ძმარში და გაწმინდეთ ფეხსაცმელი. ლაქები გაქრება.

image

15.ძველი ავეჯი

იმისთვის, რომ ძველი ავეჯიდან-კომოდიდან, ტუმბოდან ან კარადიდან ობის და ნესტის უსიამოვნო სუნი მოაშოროთ, შედგით შიგ კონტეინერი, რომელშიც ძმარია ჩასხმული. ზემოდან გადააფარეთ ცელოფანი და გაუკეთეთ რამდენიმე ნასვრეტი. დატოვეთ მთელი ღამით, დილით კი ავეჯი ძმარგარეულ წყალში დასველებული ტილოთი გამოწმინდეთ.

image





0
237
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
237
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0