x
image
შავი
ზაზა ნოზაძე შენი სურნელი ასდის ჩემს დღიურს
შენი სურნელი ასდის ჩემს დღიურს

შენით გავჟღინთე ისევ ფურცლები

ჩემი გრძნობები და ამას პლიუს

სველ მოგონებებს ვერ დაუძვრები


იასამნისფრად გავცქერი წარსულს

ცრემლის თებერვალს ვიყენებ სოლოდ

გარდაცვალების მარში მე არ მსურს

მაგრამ ეხლა ვგრძნობ ახსასრულს მხოლოდ

ნარიყალიდან გავცქერი თბილისს

სადღაც დავკარგე მე ძლიერება

ნარიყალაზე რა უნდა ტკივილს

აქ ხომ დავგეგმეთ ბედნიერება

ვეღარ გავუძლეთ ზამთრის ამ ყინვას

თებერვლის ბოლოს იგრძენი სუსხი

და მე დღეს მარტოს ისევე მცივა

ადამიანში რომ წყდება პულსი

ჩემი დღიური ატირდა მხედავს

და შენს გარეშე ვეღარ ძლებს ის

თუ ჩემი შვილი არ გეტყვის დედას

მაშ გაუმარჯოს ჩემს არ შობილ შვილს

აღარ ვჭამ სადილს საუზმეს დილით

ვცხოვრობ წარსულით მივირთმევ იმედს

ვუყურებ სიზმარს ვერთობი ძილით

რომ წავაწყდები მე რომ მსურს იმ ერთს

ვიქეცი მე შენს მაზოლად თვალზე

ვიქეცი უინტერესო ნივთად

დეპრესიად თუ ბრუს დასხმად თავზე

ვიქეცი მხრებით სატარებ ტვირთად

ვიქეცი შენი განწყობის მკვლელად

ერთ ფეროვნების ნიმუში მქვია

ვიქეცი შენთვის უცებ და ხელად

სტუმრად სუფრაზე რომ მოვა გვიან

მარტო შევცქერი ჩვენს ვარსკვლავს ცაზე

ველი რომ ლექსის წაკითხვას მთხოვე

თან თავს დამადებ მხარზე და მისმენ

ეს იყო და აღარ იქნება ხოლმე

მარადიული არაფერია და მითუმეტეს ბედნიერება

ყოველ დასაწყისს დასასრული სდევს

კვდება ყოველი მშვენიერება

ვეღარ გეტყვი რომ მიყვარხარ ჩემო

ვეღარ აღიგწერ გრძნობას ამ განცდის

დღეს კი მთხოვ წასვლისას არც გაგაჩერო

დღიურს კი კვლავ შენი სურნელი ასდის

image






















0
327
2-ს მოსწონს
ავტორი:შავი
შავი
327
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0