x
მეტი
  • 14.07.2020
  • სტატია:101489
  • ვიდეო:346695
  • სურათი:465393
ტყუპისცალი კოსმოსში ერთწლიანი მოგზაურობის შემდეგ თავისი ძმისგან განსხვავებული დაბრუნდა

image

ასტრონავტმა სკოტ კელიმ უპრეცედენტო ექსპერიმენტის ფარგლებში 340 დღე გაატარა კოსმოსურ სადგურზე. დედამიწაზე დაბრუნების შემდეგ ის უკვე აღარ ჰგავდა თავის ჰომოზიგოტურ ძმას, ასტრონავტ მარკ კელის. NASA –ს მეცნიერები ერთი წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ ბიოლოგიურ და ფიზიოლოგიურ ცვლილებებს სკოტის ორგანიზმში და სენსაციური დასკვნები გამოიტანეს.


სპეციალისტებმა სკოტის დედამიწაზე დაბრუნების შემდეგ ტყუპების დნმ ერთმანეთს შეადარეს. დადგინდა, რომ ისინი უკვე ერთმანეთისგან გენეტიკურად განსხვავდებოდნენ.


image



53 წლის სკოტი ამასთან თავის ძმაზე 5 სანტიმეტრით უფრო მაღალი გახდა.


image


image


სკოტი გაახალგაზრდავდა გარეგნულადაც და უჯრედების დონეზეც


image


ქრომოსომების ბოლო მონაკვეთების (ტელომერები) სიგრძის გაზომვამ მოულოდნელი შედეგი აჩვენა. ასაკის მატებასთან ერთად მათი ზომა მცირდება, რაც დაბერებას იწვევს. მაგრამ ერთწლიანი კოსმოსური ეპოპეის შემდეგ სკოტის ტელომერები პირიქით, გაიზარდა. ანუ დაბერების პროცესი შექცევადი გახდა.ხოლო მისი ძმის კი შემცირდა. დედამიწაზე დაბრუნების შემდეგ სკოტის ტელომერებმა კვლავ დაიწყო შემცირება.


მეცნიერები კიდევ აგრძელებენ დაკვირვებებს, თუ როგორ შეცვალა კოსმოსმა ასტრონავტის დნმ.


0
635
4-ს მოსწონს
ავტორი:ალექსანდრე ლექსო
ალექსანდრე ლექსო
635
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0