x
image
კატაპულტი
ეს მექსკელი გოგონა 43 000–ჯერ გააუპატიურეს
image
მექსიკელი კარლა იაკინტო ჯერ კიდევ 12 წლის იყო, როდესაც მისი გაუპატიურება დაიწყეს. ყოველდღიურად მას მინიმუმ 30 მამაკაცთან ჰქონდა იძულებითი სექსი, 4 წლის განმავლობაში კი 43 000–ზე მეტჯერ გააუპატიურეს. ახლა კი ის თავის შემზარავ ისტორიას ყვება.

მექსიკაში ადამიანების გატაცება და ვაჭრობა უკვე აღარავის უკვირს. კრიმინალური ბანდები ქალებს პროსტიტუციისათვის იყენებენ. ასე აღმოჩნდა კარლა იაკინტოც ერთ–ერთი ბანდის მსხვერპლი.ის 12 წლის ასაკში მოიტაცეს და მეძავად ამუშავებდნენ.ამჟამად ის 23 წლისაა და CNN–ს ესაუბრა მისი მძიმე წარსულის შესახებ.

16 წლის ასაკამდე იგი მინიმუმ 43 000–ჯერ გააუპატიურეს. ყოველდღიურად ის 30–მდე მამაკაცს უკმაყოფილებდა ინტიმურ სურვილებს, და ასე გრძელდებოდა 4 წლის განმავლობაში. პედოფილები დიდი თანხის სანაცვლოდ იღებდნენ სიამოვნებას.

გოგონას თქმით, მას დილის 10 საათიდან შუა ღამემდე ამუშავებდნენ ბორდელებში, სასტუმროებსა და ქუჩაში. გარდა კლიენტებთან გაუსაძლისი მომსახურებისა, გოგონას მისი მეპატრონისაგან სასტიკი ცემის ატანაც უხდებოდა.


“ის მუშტებით მცემდა სახეში, ხელს მკრავდა, თმებით მათრევდა, სახეში მაფურთხებდა, ერთ დღეს კი უთოთი დამიწვა სხეული."–იხსენებს კარლა.

15 წლის ასაკში მას შეეძინა გოგონა, რომელიც კარლას “მეპატრონემ" უკვალოდ გააქრო. 2008 წელს მექსიკელი გოგონას ტანჯვა–წამება დასრულდა, რადგან პოლიციამ ადამიანებით მოვააჭრეების კვალს მიაგნო და ისინი დააპატიმრა.მას შემდეგ კარლა იაკინტო ყველანაირად ცდილობს მექსიკელ ხალხს ქვეყანაში არსებული მდგომარეობა გააცნოს.23 წლის გოგონას პაპი ფრანცისკეც კი შეხვდა.



0
65
3-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
65
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0