x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
"Russia, goodbye" - რუსეთს შოუ–ბიზნესის ვარსკვლავები ტოვებენ

უკრაინელმა ანდრეი დანილკომ, რომელიც მაყურებლისთვის ვერკა სერდიუჩკას იმიჯით არის ცნობილი, თავის სიმღერაში, რომლითაც ის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე 2007 წ. გამოვიდა და სკანდალში გაეხვა, ფრაზის შეცვლა გადაწყვიტა.


image


მაშინ მომღერალი თავს იმართლებდა და ამბობდა, რომ ფრაზები «ლაშა გუდბაი», რომელსაც ის სიმღერის დროს წარმოთქვამდა, უბრალოდ, «რაშა გუდბაის» ჰგავდა და სინამდვილეში, რუსეთის საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდა. მაგრამ ახლა, როგორც ჩანს, აზრი შეიცვალა და სიმღერის ტექსტი «ჩაასწორა».


ამასობაში, არც რუსეთის შოუ–ბიზნესშია სიმშვიდე. მაგ., ვალერიამ და მისმა მეუღლემ, რომელიც ამავდროულად, მომღერლის პროდიუსერიც არის, რუსეთი დატოვეს და ისრაელში გაფრინდნენ. ამის შესახებ პრიგოჟინმა თავის ისტაგრამ გვერდზე განაცხადა. მისი თქმით, ისინი ნათესავის იუბილეზე დასასწრებად გაემგზავრნენ, რომელსაც 85 წელი უსრულდება და მისთვის დაბადების დღის მილოცვა პირადად გადაწყვიტეს.


image


«საზღვარგარეთ ვიზიტი ხანმოკლე იქნება და სამშობლოში მალე დავბრუნდებითო» – დაასძინა ბოლოს პროდიუსერმა.

თუმცა, რუსეთში დარწმუნებულები არ არიან, რომ ისინი დაბრუნდებიან.


რუსეთი დატოვა ვალერი ლეონტიევმაც. ის ამერიკაში გაემგზავრა, სადაც მისი მეუღლე ლუდმილა ცხოვრობს. მაიამიში მომღერალს საკუთარი, ძვირად ღირებული, ვილა აქვს.


image


უფრო ადრე, ქვეყანა დატოვა ალა პუგაჩოვამ და მაქსიმ გალკინმა, რომელსაც ხელისუფლებისადმი დამოკიდებულების გამო, გადაცემა შეუჩერეს და კონცერტები გაუუქმეს.

პუგაჩოვა ქმარ–შვილით ამერიკაში გაფრინდა, სადაც ამჟამად, მისი უფროსი ქალიშვილი კრისტინა ორბაკაიტე ცხოვრობს.


image



image

არხის სხვა სიახლეები:


* რა ელის რუსეთს 2022 წელს? – ვანგას სენსაციური წინასწარმეტყველება

* მეცნიერებმა გაარკვიეს, თუ რას განიცდის ადამიანი სიკვდილის წინ

* 12 ნაკლებად ცნობილი ფაქტი II მსოფლიო ომის შესახებ

* რას მალავდა მთელი ცხოვრების მანძილზე ფიურერი – ადოლფ ჰიტლერის საიდუმლო

* “თებერვლის მიწა სისხლს შეერევა..." – ვანგამ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები იწინასწარმეტყველა

* უკრაინის თანამედროვე ტერიტორია ძველ რუკებზე

* ფოტოები, რომელსაც ისტორიის სახელმძღვანელოებში ვერ ნახავთ



2
945
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
945
  
2022, 10 მარტი, 16:48
ესენი სამშობლოდან კი არა გარბიან, რეჟიმს გაურბიან. არავის უნდა ჩრდ. კორეის მსგავს ქვეყანაში ცხოვრება.
2022, 10 მარტი, 10:15
ნწუ,ნწუ როგორ "ყვარებიათ" როდინა კაცო როგორ!
0 1 2