სხვა საომარი მდგომარეობის დონეები: აშშ, რუსეთი, სამხრეთ კავკასია 2017, 31 ოქტომბერი, 14:30
საომარი მდგომარეობის დონეები აშშ: +1; +2; +3; +4; +5; +7.
+1: განგაშის ეს ფორმა ცხადდება მაშინ თუ ქვეყანაში შიდა არეულობაა. +2: განგაშის ეს ფორმა ცხადდება მაშინ როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური ან სამხედრო კრიზისია (A დონის). +3: თუ ქვეყანაში გარდაიცვალა ან მოკლეს ქვეყნის პრეზიდენტი ან სპიკერი. +4: თუ სენატი ან კონგრესი გამოცხადდება დაშლილად ან პენტაგონი. +5: თუ ქვეყნის ტერიტორიაზე შეიჭრება რომელიმე სხვა ქვეყანა. +7: თუ ქვეყანას დაემუქრება ბირთვული ან ქიმიური საფრთხე (ტერორისტული A-B კვალიფიკაციის დროს). საომარი მდგომარეობის დონეები რუსეთი: +1; +3; +4; +5; +7. +1: თუ ქვეყანაში შიდა არეულობა იქნება. +3: თუ ქვეყანაში დაშლილად გამოცხადდება პარლამენტი (დუმა) +4: თუ ქვეყნის რომელიმე ოლქი/რესპუბლიკა გამოეყოფა. +5: თუ ქვეყნის ტერიტორიაზე შევა სხვა რომელიმე სახელმწიფო ან დაემუქრება ბირთვული საფრთხე. +7: თუ დაეცემა კრემლი (ანუ ციტადელზე აღიმართება სხვა რომელიმე ქვეყნის დროშა). საქართველო არის ის ერთ ერთი ქვეყანა ვისაც არ გააჩნია სამხედრო ან სამოქალაქო განგაშის სისტემა, არსებობს მხოლოდ პრეზიდენტის გადაწყვეტილება რომ გამოაცხადოს ომი. - მეზობელ აზერბაიჯანში არსებობს სამმაგი დონე: +1: თუ ქვეყანაში შიდა არეულობაა. +2: თუ ქვეყნის პრეზიდენტი მოკლეს/მეჯლისის დათხოვნა. +5: ქვეყნის ტერიტორიაზე სხვა რომელიმე სუვერენული სამხედრო კონტიგენტის შემოსვლა. საქართველოს არც კონსტიტუციური დამატება არ გააჩნია სომხეთისაგან განსხვავებით. აი მაგალითად სომხეთის კონსტიტუციის დამატება 5B შკალის: თუ სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი აღმოჩნდება ქმედით უუნაროდ, მაშინ მთლიანად პრეზიდენტის უფლებამოსილებას იღებს სპიკერი, ხოლო პრეზიდენტის ქმედითუუნარობას აცხადებს პარლამენტი. თურქეთს გააჩნია სამხედრო-სამოქალაქო განგაშის ორ შკალიანი სისტემა და საკონსტიტუციო დამატებებიც აქვს. 154 3-ს მოსწონს
|