x
image
WhiteBlack
საფულე პატრონს 40 წლის შემდეგ დაუბრუნეს.

ხანდახან ძალიან უცნაური და რაც მთავარია საინტერესო, კარგი ამბები ხდება. ზუსტად ასეთი რამ შეემთხვა 77 წლის რუდოლფ რესტს, რომელსაც 1970 წელს მოპარული საფულე 40 წლის შემდეგ დაუბრუნდა.ხოლო ყველაზე გასაოცარი, რაც ამ ისტორიაშია, ისაა, რომ საფულეში ყველა ნივთი ადგილზეა:ფოტოები, სავიზიტო ბარათები, მხოლოდ ფულია ამოღებული, რაც ალბათ არცაა გასაკვირი.
imageსაფულე რესტს იმ მომენტში მოჰპარეს, როდესაც მან სააბაზანოში გასვლის მიზნით პიჯაკი უყურადღებოთ დატოვა ჟურნალ "The New York Times" ოფისში.საფულე ძველ შენობაში ცოტა ხნის წინ დაცვის თანამშრომელმა აღმოაჩინდა, მიუხედავად იმისა, რომ იგი უკვე გაცვეთილი იყო მისი აზრით იგი შეიძლება პატრონისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ყოფილიყო.ასეც აღმოჩნდა. ამ საფულეში ხომ რესტის ოჯახური ფოტოები იყო, რომელთა უმრავლესობაც ერთ ეგზემპლარად იყო შემორჩენილი.
აი ასე დაუბრუნდა პატრონს 40 წლის წინ დაკარგული საფულე. მართალია, უცნობია დაასაჩუქრა, თუ არა რუდოლფმა დაცვის თანამშრომელი, თუმცა კარგია და გასაკვირია, რომ ასეთ თანამედროვე -ცინიკურ მსოფლიოშიც არის ადგილი კარგი საქმეებისთვის.
პ.ს აბა საქართველოში ვინ რას დაგიბრუნებს, ოღონდ რამე წაგღლიტონ-წაგართვან და ყველაფერზე არიან წამსვლელები.თუმცა გამონაკლისები საბედნიეროდ ჩვენთანაც არსებობენ.

3
323
6-ს მოსწონს
ავტორი:WhiteBlack
WhiteBlack
323
  
2012, 19 ივნისი, 16:10
+1
2012, 18 ივნისი, 11:16
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2012, 18 ივნისი, 10:35
ცინიკურ მსოფლიოში
0 1 3