x
მეტი
  • 21.11.2017
  • სტატია:71166
  • ვიდეო:324234
  • სურათი:426254
ქართული კინო ეპოქალურ ვარსკვლავს დაემშვიდობა - ლიკა ქავჟარაძე ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს

image ქართული კინოს ლეგენდარული მსახიობი, რომელმაც" მარიტას" ეპოქალური როლით სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი ქართველი და არამხოლოდ ქართველი მაყურებლების გულებში, დღეს ვაკის სასაფლაოზე, დედის გვერდით დაკრძალეს.

ლიკა ქავჟარაძე ვაკის ყოვლადწმინდა სამების ტაძარში 12:00 საათზე გადაასვენეს, სადაც მსახიობის სამოქალაქო პანაშვიდი მიდინარეობდა. 15:00 საათზე ლიკა ქავჟარაძე ტაძრიდან გამოასვენეს, კოლეგებმა, ახლობლებმა და თაყვანისმცემლებმა ქართული კინოს ვარსკვლავი ტაშით გააცილეს. მსახიობი 11 ოქტომბერს 58 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ლიკა ქავჟარაძის დაკრძალვა

ლიკა ქავჟარაძე ქართველი მსახიობების იმ რიცხვს მიეკუთვნება, რომლებმაც მაყურებლის განსაკუთრებული სიყვარული დაიმსახურეს. კინოში 12 წლიდან იღებდნენ. 1972 წლიდან იღებდნენ კინოსტუდია "ქართულ ფილმში", 30-ზე მეტ ფილმში მიიღო მონაწილეობა, რომელთაგან გამორჩეულია: " როცა აყვავდა ნუში", " ჩაკლული სული", "პეპელა", "სპირალი", "ოჯახი" და ა.შ. მის ცხოვრებაში საეტაპო როლი გახლდათ მარიტა, თენგიზ აბულაძის ფილმიდან " ნატვრის ხე".

ლიკა ქავჟარაძე 1987 წელს კანის კინოფესტივალის მიმოხილვაში ლიკა ქავჟარაძე ფრანგულმა პრესამ მონიკა ვიტის შეადარა.

image ლიკა ქავჟარაძე დიდი ქართული კინოს, ფენომენის, რომელსაც მსოფლიოში აღიარებდა, ერთ-ერთი უკანასკნელი სიმბოლოა. ქართულ კინოს მომავალში არაერთი ვარსკვლავი ეყოლება, რომლებიც შემდგომი თაობების, 90-იანების შემდეგ დაბადებული ვარსკვლავები იქნებიან, ხოლო ლიკა ქავჟარაძე დიდი ქართველი მსახიობების გვერდით დგას, მარიტას ეპოქალური სახით, ის ერთგვარი გაგრძელებაა ნატო ვაჩნაძის, მედეა ჯაფარიძის, ლია ელიავას, დოდო ჭიჭინაძის და ა.შ იმ, ქალბატონების, რომლებმაც დიდად შეუწვეს ხელი ეკრანზე ქართველი ქალის სახის სრულყოფილად წარმოჩენას.

ლიკა ქავჟარაძე კინოფილმიდან ნატვრის ხეimage
image
image


0
479
3-ს მოსწონს
ავტორი:Culture Express
Culture Express
479
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0