x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133842
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
ლიკა ქავჟარაძის ყოფილი მეუღლის ემოციური პოსტი-"არ გაბედოს აქ ვინმემ რაღაცეების უაზროდ წერა... პაუზა და დუმილიც არის შესაძლებელი, სანამდე ვინმე რაიმეს დააბრეხვებს... "
image

"ნუ გამიწყრებით დებო და ძმებო.... ისედაც გულნატკენები ვართ ძალიან ბევრნი დღეს, მხოლოდ ერთ ჩემს მოსაზრებას გამოვთქვავ და ეს დღეები ალბათ არაფერსაც არ დავწერ და არ გამოვაქვეყნებ, უბრალოდ კითხვა დამებადა... და ყველას აზრი მაინტერესებს:

როცა ყველა მისტირის..... როდესაც რამოდენიმე თაობის, თითქმის მთელი ერის საყვარელი, ულამაზესი ადამიანი, თავად სილამაზის და სიყვარულის სიმბოლო, თანაც ყველამ ვიცით რომ ამ ადამიანის სახელი მანდილოსნის სილამაზის ეტალონად იქცა და შეიძლება ითქვას სინონიმადაც, მართლა დამებადა კითხვა ყველა საქართველოს მოქალაქისადმი: სად უნდა იყოს მოსვენებული და უკვდავყოფილი მისი სახელი? ყველას ვთხოვ ნუ გამსჯით, მომიტევეთ,
უბრალოდ გაიაზრეთ რაზეც ვსაუბრობ.... როგორც ამბობენ გრიბოედოვის მეუღლეც ნინო ჭავჭავაძე ძალიან მშვენიერი და ლამაზი იყოო... უეჭველად ასე იქნებოდა! მაგრამ "მარიტა" ანუ ყველასთვის ჩვენი ლიკა, მართლაც რომ მთელი საქართველოს სიყვარულს იმსახურებდა და ფლობდა ამ სიყვარულს. სად უნდა იყოს მისი ადგილი? აქ ამ მიწაზე? თორემ ჩვენი გულები მას ეკრანზე გამოჩენიდან დაპყრობილი ჰქონდა იმთავითვე! კარგის მთქმელს კარგი გამგონიც ესაჭიროება და ასეთებად მიმაჩნიხართ ჩემო დებო და ძმებო, დაფიქრდით და ეს თხოვნა შემისრულეთ, უბრალოდ გამოთქვით თქვენი მოსაზრება....
ჩემი კი მე უკვე გამოვთქვი! კარგ მთქმელს კარგი გამგონიც სჭირდება....
იქნებ იმათაც გავაგებინოთ ვისაც უნდა ესმოდეს პირველ რიგში! "ვარსკვლავი" კი სიცოცხლეში უფრო ახარებს ადამიანს, მაგრამ მართლაც ვარსკვლავების ადგილი ჩვენ ყველამ ვიცით სად არის!
კიდევ ერთხელ მოვიბოდიშებ და გავიმეორებ კითხვას სად უნდა მოისვენოს რამოდენიმე თაობისთვის სიყვარულის, სინაზის და ერის მხრიდან საყოველთაოდ უდიდესი სიყვარულის სიმბოლოდ აღიარებულმა "მარიტამ" ანუ ყველასთვის ჩვენმა საყვარელმა ადამიანმა ლიკა ქავჟარაძემ?
არ გაბედოს აქ ვინმემ რაღაცეების უაზროდ წერა..... (მეც და მასაც ალბათ ცუდად დაუმთავრდება და მოდით თავებს ნუ გავიუბედურებთ, ასე აჯობებს) უბრალოდ თქვით სად მიგაჩნიათ რომ უნდა იყოს სამარადისოდ ამ სიყვარულის (ანუ თითქმის მთელი ერის სიყვარულის ერთი ადამიანის მიმართ) მოსასვენებული ადგილი?!!!
დავიჯერო მარტო მე ვფიქრობ ამაზე??? არა მგონია ასე მარტო ვიყო და ასე ცოტანი ვიყოთ ვისაც ესმის რაზეც ვსაუბრობ, რა კითხვასაც ვაყენებ ჩემი ძმების და დების წინაშე!... თუ ვცდები და მე ამ საქართველოში სადაც სიყვარულს ვერც სიცოცხლეში უპოვიან სათანადო ადგილს და ვერც სიცოცხლის მერე, რა უნდა ვაკეთო? მაშინ ჩვენ რა მომავალი გველის? მე გეტყვით ამის პასუხს, მაგას აღარ დაგეკითხებით! ასეთი საქართველო მე არ მინდა.... ვინაიდან ეს საქართველო არ იქნება, რაც არ უნდა ერქვას მას! ჩემს საქართველოში სსიყვარულს და მგობრობას დიდმა შოთა რუსთაველმა უმღერა, ₾იკამ სიყვარულიც მაგარი იცოდა და მეგობრობაშიც ბადალი არ ყავდა! გემშვიდობებით და ველი თქვენს მოსაზრებებს ჩემს კითხვასთან დაკავშირებით, იმ იმედით რომ შესმენილი იქნება ჩემი თხოვნა! გთხოვთ სერიოზულად გაიაზრეთ სანამ დაწრეთ რაიმეს! ნუ დაივიწყებთ რომ პაუზა და დუმილიც არის შესაძლებელი, სანამდე ვინმე რაიმეს დააბრეხვებს... დაამუხრუჭოს თავი და დაფიქრდეს იქნებ დუმილი ამჯობინოს? თუ მაინც და მაინ ვერ მოითმენს 2 წუთით მაინც დაფიქრდეს და მერე დაწეროს ასეთმა რაიმე, რათა შემდგომში ვეღარ თქვას ასეთმა "ადამიანმა'' - დაუფიქრებლად მომივიდაო!
კიდევ ერთხელ მომიტევეთ ასეთი თხოვნის გამო!!!"-ასეთ ემოციურ პოსტს აქვეყნებს ლიკა ქავჟარაძის ყოფილი მეუღლე, ლევან შანიძე სოციალურ ქსელში ულამაზესი ქალბატონის გარდაცვალების შემდეგ.image

ლევან შანიძე ლიკას მეორე მეუღლე იყო. იგი მედია-კავშირ ობიექტივში მუშაობს. მსახიობზე 5 წლით უმცროსი იყო, მათ ერთად თითქმის რვა წელი იცხოვრეს და დაშორების შემდგომაც მეგობრულ ურთიერთობას ინარჩუნებდნენ.image

ლიკა ქავჟარაძის პირველი მეუღლე პროფესიით ფიზიკოსი სანდრო თაქთაქიშვილი იყო, იგი ახლა ამერიკის შეერთებული შტატების კოსმოსის სააგენტოში მუშაობს. ქალბატონი ლიკას ერთადერთი ვაჟიშვილი, ლევან თაქთაქიშვილიც მეუღლესთან და შვილთან ერთად ამერიკაში ცხოვრობს და იურისტად მუშაობს.imageimageimage(ლიკას პირველი მეუღლე შვილიშვილთან ერთად).


ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალებამ მთელი საქართველო შეძრა. მისი სახელი ყოველთვის სილამაზესთან და მის ეკრანულ გმირთან "მარიტასთან" ასოცირდება.


ნათელში იყოს მისი ლამაზი სული!


image"ყველა დროის ყველაზე ლამაზი ქართველი ქალი წავიდა ამ ქვეყნიდან..."-რას წერენ ლიკა ქავჟარაძის შესახებ ცნობილი ადამიანები

0
2169
5-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
2169
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0