x
მეტი
  • 03.05.2024
  • სტატია:134613
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508743
ნეპენთეს რაჯა - ყველაზე დიდი მტაცებელი მცენარე

image მსოფლიოში უამრავი მტაცებელი მცენარეა, რომლებიც ცოცხალი ორგანიზმებით იკვებებიან, თუმცა მათ შორის ყველაზე დიდი გახლავთ ნეპენთეს რაჯა. იგი უნიკალურად იშვიათი მცენარეა - ერთადერთი ადგილი, სადაც ის ხარობს კანაბალუს მთაა, რომელიც ბორნეოს ჩრდილოეთში მდებარეობს და კუნძულის მალააზიურ ნაწილს წარმოადგენს. მცენარეს არსებობისთვის შესაბამისი გარემო და პირობები სჭირდება: იგი მხოლოდ მუდმივად ნესტიან ნიადაგში ხარობს, სადაც გრუნტის წყლები მიედინება. იგი მაღალმთიანი რეგიონის მცენარეა და მხოლოდ 1500-2650 მეტრის სიმაღლეზე გრძნობს თავს კარგად. თავისი ლოკალიზაციის წყალობით ნეპენთეს რაჯა მიეკუთვნებაიმ მცენარეთა კატეგორიას, რომლებიც გადაშენების პირას არიან.
რაჯას პირველი ეგზემპლარი 1858 წელს აღმოაჩინეს, შემდგომ კი უკვე აღწერეს კიდეც. მისი აღმომჩენი ჯოზეფ ჰუკერი გახლავთ. მცენარეს სახელწოდება სარავაკის პირველი თეთრი რაჯას - ჯეიმს ბრუკის საპატივცემულოდ ეწოდა. ჰუკერმა მცენარე ასე დაახასიათა: “ ეს არის ყველაზე შთამბეჭდავი სანახაობა, რომელიც იმ მხარეში აღმოვაჩინე". აღსანიშნავია, რომ ეს სიტყვები წარმოთქმულ იქნა კუნძულ ბორნეოზე, რომელიც თავის მცენარეული და ცხოველური საფარით მეტად მდიდარია. მცენარე ძალიან შეიყვარეს ევროპელებმა და XIX საუკუნეში მისი გავრცელებაც კი დაიწყეს. რაჯას გახარება არცთუ ისე იოლი აღმოჩნდა. ის ძალიან იშვიათი მცენარე გახლდათ, გარდა ამისა მის გასახარებლად შესაბამისი პირობები იყო საჭირო: მაღალი მთა, ტენიანი ნიადაგი, თუმცა ასე თუ ისე მისი შენარჩუნება მაინც მოხერხდა.
ნეპენთეს რაჯა არის ერთგვარი ლიანა, რომელიც სიგრძეში 6 მ-ს აღწევს. ლიანას ფოთლებისგან ფორმირდება ერთგვარი დუმფარა, რომელიც სიმაღლით 35 სმ-ია, სიგანით კი 16. დუმფარაში 2, 5 ლიტრი საჭმლის გადამამუშავებელი სითხეა, მისი თავსახური კი გახსნილია და სტუმრებს ელოდება.
ნეპენთეს რაჯა იჭერს არა მხოლოდ მწერებს, არამედ ძუძუმწოვრებსაც, მაგ.ვირთხებს. მტაცებელი მცენარის მსხვერპლნი ხშირად ხდებიან ბაყაყები, ხვლიკები, თაგვები და ჩიტები, თუმცა მცენარის ძირითად რაციონს მაინც მწერები შეადგენს, განსაკუთრებით კი ჭიანჭველები. ზოგიერთ მწერს ლიანა სიცოცხლეს ჩუქნის, უფრო მეტიც, მათთან მეზობლურადაც კი ცხოვრობს, ასეთ მწერებს მიეკუთვნება კოღოს ზოგიერთი სახეობა.კოღოები და ნეპენთეს რაჯა ერთმანეთს გამრავლებაში ეხმარებიან: ორივემ კარგად იცის, რომ უერთმანეთოდ ძალიან გაუჭირდებათ.

2
780
7-ს მოსწონს
ავტორი:ანგელოზი
ანგელოზი
780
  
2018, 11 ივნისი, 14:01
პირველად დედამიწაზე 47 მილიონი წლის წინ გამოჩნდნენ კარნივორი ანუ ხორცისმჭამელი მცენარეები.
0 1 2