x
მეტი
  • 17.10.2017
  • სტატია:70059
  • ვიდეო:322864
  • სურათი:424128
მოამზადეთ სარეცხი ტაბლეტები ჭურჭლის სარეცხი მანქანისთვის

თუ ჭურჭლის სარეცხი მანქანა გაქვთ გილოცავთ. ეს ნიშნავს, რომ ერთი საყოფაცხოვრებო პრობლემა მოგვარებული გაქვთ, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ხარჯიც იმატებს. მანქანას ხომ სპეციალური სარეცხი საშუალება სჭირდება, რომელიც უფრო ძვირი ღირს. თუმცა გამოსავალი ყოველთვის არსებობს, გასწავლით, თუ როგორ დაამზადოთ ჭურჭლის სარეცხი მანქანისთვის განკუთვნილი სარეცხი საშუალება სახლში, თქვენი ხელით.

image

დაგჭირდებათ:

2 ჭიქა წყალი

2 ჭიქა ბორის მჟავა (აფთიაქში შეიძენთ ფხვნილის სახით, იაფიც ღირს)

1/2 ჭიქა მარილი

1/2 ჭიქა ძმარი

15-20 წვეთი ლიმონის ან პიტნის ეთერზეთი(სასიამოვნო სურნელისთვის)

ყინულის ფორმა

აიღეთ ღრმა თასი და სურიეთ ინგრედიენტები თანმიმდევრულად. ძმარი სოდასთან რეაქციაში შევა და აქაფებამ არ შეგაშინოთ.

image

სოდა ეფექტურად აცილებს ცხიმს. ბორის მჟავა დეზინფექციას ახდენს.მარილი წყალს არბილებს, ძმარი ინგრედიენტებს აერთებს და გამწმენდი ეფექტიც აქვს, ეთერზეთი კი სასიამოვნო სურნელს ტოვებს.

მას მერე, რაც ყველა ინგრედიენტს კარგად აურევთ, გაანაწილეთ ყინულის ფორმაში და მოათავსეთ მშრალ და ბნელ ადგილას 24 საათით.

image

დანარჩენი მარტივია: გამოიყენეთ ჩვეულებრივ. ამ რეცეპტით 1 თვის მარაგი გამოგივათ.

0
27
2-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
27
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0