x
მეტი
  • 15.12.2017
  • სტატია:71972
  • ვიდეო:325174
  • სურათი:427330
დაკარგული კონტინენტის ახალი საიდუმლოებები გამოაშკარავდა!

მეცნიერთა ჯგუფი, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან იყვნენ შეკრებილნი, ჩაატარეს 9 კვირიანი კვლევა-გამოძიება VIII - "დაკარგული კონტინენტის" შესახებ. კვლევების შედეგად აღმოჩნდა, რომ ყოფილ კონტინეტს გააჩნდა საკმაოდ მდიდარი ეკო-სოსტემა.


image


მეცნიერებმა გამოიკვლიეს 8 000 არსება, რომლებიც ოკეანის ფსკერზე ბინადრობენ. კვლევებმა დაადასტურა მიწიქვეშა წყლებში მიკროორგანიზმების და ზედაპირის მცენარეების არსებობა.


image


კვლევებში მონაწილეობას 12 ქვეყნიდან, 32 გამორჩეული მეცნიერი იღებდა. "დაკარგული კონტინენტის შესახებ, მსგავსი ფართომასშტაბიანი კვლევა არ ჩატარებულა. კვლევებმა მსოფლიო საზოგადოების გაოცება გამოიწვია.


image


VIII კონტინენტი რომ არსებობდეს, დღევანდელი ახალი ზელანდია და ახალი კალედონია ამ კონტინენტის ქვეყნები იქნებოდნენ. კონტინენტს ოფიციალურად ზელანდია (zealandia) ჰქვია. აშშ-ს ეროვნული სამეცნიერო ფონდმა (NSF) განაცხადა იმის შესახებ, რომ მიმდინარეობს კვლევები დაკარგული კონტიტენტის შესახებ, რომელიც 4 920 000 კვადრატული კილომეტრია.


image


NSF ოკეანის მეცნიერებათა დეპარტამენტის პროგრამის დირექტორის, ჯიმი ალენის განცხადებით, ზეალანდიის კონტინენტს უძლიერესი ეკოსისტემა ჰქონდა, შესაძლებელია მილიონობით წლის წინ, რომ არ ჩაძირულიყო, დღეს მსოფლიოს ყველაზე მდიდარი კონტინენტი ყოფილიყო.



image


ალენი ასევე ადასტურებს დაკარგული კონტინენტის ასაკს, NSF ოკეანის მეცნიერებათა დეპარტამენტის პროგრამის დირექტორის აზრით კონტინენტი 60 მილიონი წლისაა. პროექტის მეთაურის, ჯერარდ დიკენსის განცხადებით 8 000 ცოცხალი არსების კვლევის გარდა, მათ აღმოაჩინეს ძალიან ბევრი ნამარხის ნარჩენები.


image


მეცნიერების აზრით ზეალანდია 60 მილიონი წლის წინ წარმოქმნილი კონტინენტია, რომელსაც მოგვინაბეით "დაკარგული კონტინენტი შეარქვეს. ისინი ამტკიცებენ, რომ კონტინენტი დაახლოებით 23 მილიონი წლის წინ, დღევანდელ ანტარქტიდას და ავსტრალიას ბუნებრივი კატოსტოფების შედეგად გამოეყო და წყნარი ოკეანის ქვეშ მოექცა. კვლევების შესახებ დეტალური ინფორმაცია უახლოეს მომავალში საჯაროდ იქნება ცნობილი.


imageimageimage




სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი


{თქვენთვის საინტერესო}



1. მდიდარი ბუნებით და ღარიბი მოსახლეობით - გაიცანით ზანზიბარის კუნძული!

2. სიმინდი - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!

3. წარმოგიდგენთ 2017 წელს ველურ ბუნებაში გადაღებულ საუკეთესო ფოტობს...

4. ბოლო წლებში მომხდარი ყველაზე უცნაური ავარიები, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან!

5. 4 შოკისმომგვრელი დეტალი, რომელიც ფოტოებს მიღმა იმალება!

0
816
12-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
816
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0