x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134572
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508653
კვერცხი–პაშოტის მომზადების საიდუმლო და სხვა კულინარიული რჩევები

ყველას, ვისაც სამზარეულოში ტრიალი უყვარს, უამრავი პატარა საიდუმლო აქვს, რომელსაც ერთი შეხედვით უბრალო კერძი, სრულყოფილებამდე მიჰყავს. და რა უნდა ვთქვათ შეფ-მზარეულებზე — მათ ხომ ბევრად უფრო მეტი საიდუმლო, თუ ხრიკი იციან და მათ შორის ზოგიერთს, აქ წარმოგიდგენთ:


იდეალური კვერცხი პაშოტიimage


თუ თქვენც გიყვართ ფრანგებისთვის ყველაზე საყვარელი საუზმე – კვერცხი–პაშოტი, ალბათ, უკვე არაერთი რეცეპტი გამოცადეთ. ამ კერძის მომზადება და მისი სრულყოფილებამდე მიყვანა რთული არ არის, მთავარია ერთი პატარა საიდუმლო იცოდეთ, – კვერცხი აუცილებლად ახალი უნდა იყოს.

საქმე იმაშია, რომ ახალ კვერცხს უფრო მაგარი გული აქვს და ფორმას უკეთესად ინარჩუნებს და ამიტომ, ხარშვის დროს, საჭირო არ არის ძმრის ან სხვა ინგრედიენტის დამატება. სუპერ ახალ კვერცხს მტკიცე მემბრანა აქვს და ამის გამო, კვერცხის ალბუმინი კარგად ეკვრის გულის გარსს.


და აქვე გთავაზობთ ჩახლილი ერბოკვერცხის მომზადების წესს:image


იდეალური ჩახლილი ერბოკვერცხის მოსამზადებლად 3 რამ არის საჭირო:

I. სქელძირიანი ტაფა;

II. კარაქი;

III. მინიმალური ტემპერატურა;

რეცეპტი კი ასეთია: შეათბეთ ტაფა > მოათავსეთ მასზე, დაახლოებით. 0, 5 ჩ. კ. კარაქი — ის ნელა უნდა გადნეს, შხეფების გარეშე > კვერცხი გატეხეთ და ფრთხილად მოათავსეთ ტაფაზე > გააჩერეთ ცეცხლზე 4 - 5 წუთი.


თევზი დაბრაწული ქერქითimage


გრილზე შემწვარ თევზს მადის აღმძვრელი დაბრაწული ქერქი რომ ჰქონდეს, თევზის ფილეს ცოტა მაიონეზი გადაუსვით. ამის გაკეთება კულინარიული ფუნჯით შეგიძლიათ: ფუნჯის წვერი ჩაასველეთ მაიონეზში და სწრაფი მოძრაობით, გადაუსვით თევზის ფილეს. შემდეგ, მარილი მოაყარეთ და გრილზე მოათავსეთ.

და კიდევ, თევზი მინიმალური რაოდენობის სანელებლებით უნდა შეწვათ. უკეთესი იქნება, თუ შეწვისას, მხოლოდ მარილს გამოიყენებთ და ბოლოს, ლიმონის ცოტაოდენ წვენს მიასხურებთ.


სტეიკი ცხიმის გარეშეimage


მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა მზარეულმა, ალენ დიუკასმა გაამხილა გემრიელი სტეიკის მომზადების საიდუმლო: შეწვის დროს, პირველ რიგში, ხორცს ტაფაზე იმ გვერდზე დებს, საითაც ცხიმია. ამ ხრიკით, ხორცი უფრო გემრიელი გამოდის და ცხიმის გამოყენების აუცილებლობაც აღარ არის.



ყველაზე გემრიელი მაჭკატებიimage


რეცეპტის მიუხედავად, მაჭკატების ცომში აუცილებლად დაამატეთ 1-2 მაღალპროცენტიანი ცხიმიანობის არაჟანი. ეს ხრიკი ყოველთვის დადებითად მოქმედებს, ყოველგვარი გამონაკლისების გარეშე, სულერთია, ტკბილია, თუ არა ცომი — ასე მაჭკატები ბევრად უფრო ნაზი და გემრიელი იქნება და მასში გულსართის შეხვევისას, მთელი რჩება.


ხრაშუნა ქერქიimage


სახლში პურის ცხობისას ყველაზე დიდი სირთულე ქერქთან არის დაკავშირებული: ხან ღია ფერის რჩება, ხან თითქმის ქვად იქცევა. ამ პრობლემის მოგვარება ძალიან მარტივია: ღუმელში ცეცხლგამძლე კონტეინერით ცოტაოდენი წყალი დადგით. ორთქლის გავლენით — ქერქი ხრაშუნაც იქნება და რბილიც.


ანტიმიწვის საფარი ყოველთვის კარგი არ არის!image


შეამჩნიეთ, რომ თანამედროვე ტაფების უმრავლესობით, დაბრაწული ქერქით რამის მომზადება შეუძლებელია? ამის მიზეზი ანტიმიწვის საფარი არის. ასეთი ტაფის გამოყენება შეიძლება ერბოკვერცხის ან მაჭკატების მომზადებისას. მაგრამ, თუ გინდათ, რომ თევზი, ხორცი ან კარტოფილი შეწვათ, დაბრაწული ქერქით, მაშინ ჩვეულებრივი ტაფა უნდა გამოიყენოთ.


ჰაეროვანი ცხობაimage


საკონდიტრო ცომი (შაქარი + კარაქი + კვერცხი) იდეალური რომ იყოს, მხოლოდ ერთი წესის დაცვა არის საჭირო: კარაქი და კვერცხი ოთახის ტემპერატურაზე, მინიმუმ, 12 სთ. მაინც უნდა იყოს.


image

სხვა სიახლეები:


* "მოუსვენარი ტუსაღი" – ტაბუირებული თემა სტალინის შესახებ

* ცნობილი ადამიანები, უცხოპლანეტური გარეგნობით

* საინტერესო და უცნაური ფაქტები ჩვენი სამყაროს და წარსულის შესახებ (IV ნაწილი)

* ღვიძლის გაწმენდა თაფლის საშუალებით მარტივად და ეფექტურად



0
126
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
126
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0