საზოგადოება ვინ არიან ყველაზე გამორჩეული და თავისებური ადამიანები? 2017, 29 სექტემბერი, 15:49 პლანეტის 5-15 % დომინანტი ხელი - მარცხენა საყვარელი საკვები - ხორცი საყვარელი ფერი - მხიარული ფერები ძლიერი მხარე - სპორტი, ხატვა. ჩაცმის სტილი - გამორჩეული გონებრივი შესაძლებლობა - უმაღლესი. მარტივი მისახვედრია რომ ცაციებზეა საუბარი. თუ შენც მათ რიცხვს მიეკუთვნები, ამ ბლოგში ბევრ საინტერესო რამეს წააწყდები. ბავშვები დაბადებისთანავე ავლენენ თავიანთ ცაციაობას. დააწვინეთ პაწია მუცლით, თუ ცაციაა ის თავს მარცხნივ შეატრიალებს, თუ მემარჯვენე - მარჯვნივ. ზოგმა შეიძლება ეს უბრალო დამთხვევით ახსნას, მაგრამ სტატისტიკური მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ ეს მეთოდი გამართლებულია. ბევრი შენი საყვარელი ცნობილი ადამინი ცაციაა ნიკოლ კიდმანი სკარლეტ იოჰანსონი ჯულია რობერტსი ჯასტინ ბიბერი ვუპი გოლდბერგი ჰიუ ჯეკმანი ლეიდი გაგა ადამ ლევინი ბარაკ ობამა მორგან ფრიმენი პრინცი უილიამი ჯენიფერ ლოურენსი სელენ დიონი სარა ჯესიკა პარკერი ტომ კრუზი ანჯელინა ჯოლი შესაძლოა მათი წარმატების საიდუმლო მარცხენა ხელშია. ეშმაკი ცაცია იყო ნუ კარგი, დანამდვილებით არავინ იცის, მაგრამ ბევრ მხატვრულ ტილოზე გამოიკვეთება სატანის ცაციაობა. ქრისტიანული სარწმუნოების ყველა საიდუმლო მარჯვენა ხელით აღესრულება. ლათინური სამყარო მარცხენას - ბოროტებასთან აიგივებდა და ბავშვებს აიძულებდა წერისას მარჯვენა ხელი გამოეყენებინა ეს მათაც ეხებოდა, ვინც ცაცია იყო. ცაციაობა - ისტორიულად როგორც ნეგატიური ფაქტი. ცაციებისთვის სამწუხაროდ, ანტიკურ ეპოქაში მემარცხენეობა ეშმაკის ნიშნად ითვლებოდა, ასევე ნერვოზულ გამოვლინებად მიიჩნევდნენ. ცაციებს უკავშირებდნენ აჯანყებებს და პოლიტიკურ არეულობებსაც. ინგლისურ ენაზე სიტყვა "მარცხნივ" მოდის ანგლო-საქსური სიტყვისაგან "ლიფტი", რაც ნიშნავს გატეხილს ან სუსტს. შესაძლოა ჯადოქრებმა შეუქმნა ცაციებს ცუდი რეპუტაცია ისტორიულ წყაროებში, რომელიც ეძღვნება ჯადოქრობას ევროპაში, მარცხენა ხელი გამოიყენებოდა დაწყევლის და ბოროტების ჩადენის დროს. ამისთვის საკმარისი იყო უბრალოდ შეხებოდნენ მარცხენა ხელით მსხვერპლს . ცაციები უფრო ჭკვიანები არიან წმინდა ლოურენსის უნივერსიტეტმა ჩაატარა IQ ტესტები მემარცხენეებსა და მემარჯვენეებს შორის. გამოკვლევამ დაადგინა, რომ ცაციებს შორის ბევრად მეტი იყო ისეთი, რომლის IQ 140 -ზე მეტი იყო, ვიდრე მემარჯვენეებში. ამ ფაქტის გასამტკიცებლად ბენჟამენ ფრანკლინის და ისააკ ნიუტონის ცაციაობის გახსენებაც საკმარისია. ცაციები უფრო ხშირად სვამენ 25 000 ადამიანის გამოკითხვამ ნათელყო, რომ ცაციები უფრო ხშირად სვამენ ვიდრე მათი მემარჯვენე კოლეგები. საბედნიეროდ გამოკვლევებმა არ დაადასტურა ცაციების მიერ ალკოჰოლის ბოროტად გამოყენების ფაქტები. ისინი ალკოჰოლს იყენებენ მხოლოდ კარგი განწყობისთვის. არსებობს სპეციალური დღე ცაციებისთვის 1990-იან წლებში დიდ ბრიტანეთში მემარცხენე კლუბი დაარსდა, რომლებმაც ყოველწლიურად ცაციების დღის აღნიშნვა დაიწყეს. დღეისთვის მსოფლიოში ცაციების დღეთ 13 აგვისტო მიიჩნევა, რაც მიზნად ისახავს მოსახლეობის ცნობიერების დონის ამაღლებას. 104 3-ს მოსწონს
|