x
გარდაიცვალა მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქალი ლილიან ბეტანკური

Le Monde
21 სექტემბერი 2017 წ.

გარდაიცვალა ცნობილი კოსმეტიკური კომპანიის L'Oréal-ის დამფუძნებლის ქალიშვილი ლილიან ბეტანკური. როგორც ნათესავები იტყობინებიან, ლილიან ბეტანკური გარდაიცვალა 21 სექტემბერს 94 წლის ასაკში, თავისი 95 წლის იუბილემდე ერთი თვით ადრე.

imageლილიან ბეტანკორი დაიბადა 1922 წელს ფრანგი ქიმიკოსის ეჟენ შულლეს ოჯახში, რომელმაც 1909 წელს დაარსა კოსმეტიკური კომპანია L'Oréal. როდესაც 1957 წელს შულლე გარდაიცვალა, ბეტანკურმა მემკვიდრეობით მიიღო მამის კომპანია, ხოლო მას შემდეგ, რაც საფონდო ბირჟაზე გავიდა, გახდა მისი უმსხვილესი აქციონერი.

image
2017 წელს Forbes-ი ბეტანკურის ქონებას 39.5 მილიარდ დოლარად აფასებდა. ეს არის მილიარდერთა სიაში მე -14 პოზიცია. ამით ლილიან ბეტანკური იყო ყველაზე უმდიდრესი ქალი მსოფლიოში.

ფრანგი ქალბატონის ერთ-ერთი ძირითადი აქტივი იყო წილი კოსმეტიკურ ფირმა L‘Oreal-ში (33.1%). ახლა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქალბატონის წოდება გადავიდა ამერიკელ ქალბატონზე ელის უოლტონზე, რომლის სიმდიდრის წყაროა საცალო ქსელი Wal-Mart, ხოლო კაპიტალის მოცულობა შეადგენს 33.8 მილიარდ დოლარს.

ლილიან ბეტანკური იყო მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი კოსმეტიკური კომპანიის L'Oreal ის დამფუძნებელის ეჟენ შულლეს ერთადერთი ქალიშვილი. როდესაც ლილიანი 5 წლის იყო, მას გარდაეცვალა დედა. მას შემდეგ მისი მამა არასოდეს დაქორწინებულა, მიუძღვნა თავი ბიზნესს და თავისი ქალიშვილის განათლებას, რომელმაც 15 წლის ასაკიდან დაიწყო მუშაობა მამის კომპანია L'Oreal-ში.

1950 წელს ლილიანმა შეიცვალა გვარი, ფრანსუა მიტერანის მეგობარის, იურიდიული ინსტიტუტის სტუდენტზე ანდრე-მარი ჟოზეფ ბეტანკურზე ქორწინების შემდეგ. ბოროტი ენები, ამავე დროს, ამტკიცებდნენ, რომ ეჟენ შულლემ მისცა თავისი ქალიშვილის ხელი ამინისტიის სანაცვლოდ, ნაცისტებთან თანამშრომლობისათვის მეორე მსოფლიო ომის დროს.

1957 წელს, მამის სიკვდილის შემდეგ, ლილიანმა მიიღო მამის მემკვიდრეობით L'Oreal-ი, გახდა კომპანიის ძირითადი აქციონერი. 1974 წელს ბეტანკურის ოჯახმა გადაცვალა საკუთარი კოსმეტიკური კომპანიის აქციების ნახევარი შვეიცარული კომპანია Nestle - ს აქციების 4%-ზე. მერე შეიქმნა ერთობლივი ჰოლდინგი GESPARAL, რომელშიც ბეტანკურებს ეკუთვნოდათ აქციების 51% და Nestle-ს - 49%. 2004 წელს ხელი მოეწერა შეთანხმებას L'Oréal-ისა და GESPARAL-ის შერწყმაზე.

როგორც Forbes-ი იუწყება, 2011 წლიდან ლილიან ბეტანკურის ქონების კონტროლი დაიწყეს მისმა ქალიშვილმა ფრანსუაზა ბეტანკურ მაიერმა და ორი შვილიშვილმა, რადგანაც ლილიანს დაუდგინდა დემენციის დიაგნოზი - შეძენილი მოხუცებულობის გონებასუსტობა.

image

0
124
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მამუკა ჯიქია
მამუკა ჯიქია
124
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0