x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
10 პილოტი,რომლებმაც განზრახ ჩამოაგდეს თვითმფრინავი
image

თვითმკვლელობა მფრინავებს შორის ძალზე იშვიათია, თუმცა მაინც ხდება.მარტო შეერთებულ შტატებში ბოლო 30 წლის განმავლობაში 44-მა პილოტმა სცადა განზრახ თვითმფრინავის ჩამოგდება.გთავაზობთ 10 ყველაზე ცნობილ ფაქტს, როდესაც მფრინავებმა განზრახ ჩამოაგდეს თვითმფრინავი.


1-ანდრეას ლუბიტცი-გერმანელმა პილოტმა ანდრეას ლუბიტცმა ავიაკომპანია Germanwings-ის თვითმფრინავი А320, რომელიც ბარსელონადან დიუსელდორფში მიფირინავდა განზრახ მიმართა მიწისკენ.ბორტზე იმყოფებოდა 144 მგზავრი და 6 ეკიპაჟის წევრი.
2015 წლის 24 მარტს რეისი №9525 10:40 წუთზე მიწას შეასკდა.
image

27 წლის ანდრეას ლუბიტცმა, რომელიც მეორე პილოტად მუშაობდა ხომალდზე, დრო იხელთა როდესაც ხომალდის მეთაური ტუალეტში გავიდა.მან კარი შიგნიდან ჩაკეტა და თავის ჩანაფიქრი განახორციელა.

image


2-ჯამილ ელ ბატუტი-ბოლომდე არაა დადგენილი რა მოხდა 1999 წელს რეის 990-ზე. თვითმფრინავი ჩამოვარდა 31 ოქტომბერს საერთაშორისო წყლებში და თან წაიყოლა 218 ადამიანის სიცოცხლე.
სატრანსპორტო უსაფრთხოების ნაციონალურმა საბჭოს გამოძიებამ დაადგინა, რომ მეორე პილოტმა განზრახ ჩამოაგდო თვითმფრინავი.თუმცა ეგვიპტურმა გამოძიებამ აღმოაჩინა სხვაც, ხომალდის მექანიკური დაზიანებები.
ჯამილ ელ ბატუტი სრულად აკონტროლებდა თვითმფრინავს, როდესაც ის 40 გრადუსით გადაიხარა.ხოლო როდესაც კაპიტანი ელ ხაბაში დაბრუნდა კაბინაში, ჯამილმა ხელი შეუშალა კაპიტანს შეეჩერებინა თვითმფრინავუს ვარდნა, მან ძრავები გამორთო.ჯამილ ელ ბატუტის ბოლო სიტყვები იყო:"ჩემი ბედი ალაჰს მივანდე".მოგვიანებით გამოძიებამ დაასკვნა, რომ პილოტმა სავარაუდოდ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
image
3-ერმინიო დოს სანტოს ფერნადესი-2013 წლის ავიაკატასტროფა წააგავს Germanwings-ის ტრაგედიას.მოზამბიკის ავიახაზების რეისი 470 ოცდაცამეტ მგზავრთან ერთად ჩამოვარდა. კაპიტანმა ერმინიო ფერნადესმა განზრახ დააპროგრამა თვითმფრინავი ჩამოვარდნაზე.
ფერნანდესი კაბინაში ჩაიკეტა და არ პასუხობდა მეორე პილოტს, რომელიც გარედან კარზე უკაკუნებდა.29 ნოემბერს TM470-მიწას შეასკდა თან წაიყოლა მოზამბიკის, ანგოლის, საფრანგეთის, ბრაზილიის, პორტუგალიის და ჩინეთის მოქალაქეების სიცოცხლე.

image
4-ცუ ვაი მინგი-1997 წლის 19 დეკემბერს ჯაკარტიდან გაფრინდა რეისი 185 სინგაპურის მიმართულებით.10 600 მეტრის სიმაღლეზე მოულოდნელად თვითმფრინავმა ბოინგ-737-მა მკვეთრად დაუშვა ცხვირი და მიწისკენ შურდულივით გაექანა, მიწაზე შეჯახების ძალა იმდენად ძლიერი იყო, რომ დაშლილი ფუზელაჟიდან ყველაზე დიდი რაც აღმოაჩინეს, 3 მეტრიანი ნაგლეჯი იყო.დაიღუპა 104 ადამიანი, რომელთა არა თუ ამოცნობა, არამედ სხეულის ნაწილების პოვნაც კი გაძნელებული იყო.

image

როგორც გამოძიებამ დაადგინა, პილოტმა განზრახ მიმართა მიწისკენ ხომალდი, შემდეგ გაირკვა, რომ მინგს სერიოზული ფინანსური პრობლემები ჰქონდა, ფინანსურ ბირჟაზე თანხის მსხვილი რაოდენობა დაკარგა, ამიტომ სიცოცხლე დაიზღვია და ამ გზით გადაარჩინა ოჯახი.

image

5-კრის ფატსვე-1999 წლის 11 ოქტომბერს კომპანია "ეარ ბოსტვანას" ყოფილმა პილოტმა განახორციელა სუიციდი და ამასთან ერთად გაანადგურა სრულად კომპანიის ფლოტი.განადგურებას გადაურჩა ერთი თვითმფრინავი BAe-146, რომელიც იმ დროს სარემონტოდ იყო გაყვანილი.
მფრინავი დაუკითხავად ჩაჯდა ATR-42-ში, აფრინდა და აეროპორტის თავზე დაიწყო ტრიალი, თან დისპეტჩერებს კომპანიის ვიცე-პრეზიდენტთან დაკავშირება მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში პირდაპირ კომპანიის შენობაზე დაცემით იმუქრებოდა, დისპეტჩერებმა გადააფიქრებინეს კრისს ეს განზრახვა იმ მოტივით, რომ პრეზიდენტის გარდა იქ უდანაშაულო ხალხიც იმყოფებოდა, მაშინ ყოფილმა პილოტმა თვითმფრინავი აეროპორტზე მდგარ სხვა თვითმფრინავებისკენ მიმართა.

სუციდის მიზეზი მისი სამსახურიდან დათხოვნა იყო ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო.

image

6-სეიძი კატაგირი-1982 წელს 35 წლის იაპონელმა პილოტმა დაჯდომის დროს განზრახ ჩართო ძრავების რევერსი, რამაც ავიალაინერის კატასტროფა გამოიწვია.მანამდე იგი არაედქვატურად აგრესიული იყო და ხმამაღლა ყვიროდა კაბინაში.მეორე პილოტი შეეცადა სიტუაციის გამოსწორებას, თუმცა უშედეგოდ.მკვეთრად დაკარგული გაწევის გამო მეორე პილოტმა ვეღარ მოასწრო თვითმფრინავის პიკირებიდან გამოყვანა.ხომალდი ტოკიოს ყურეში ჩავარდა, რომელსაც სულ რაღაც 300 მეტრი აშორებდა აეროპორტს.174 მგზავრიდან 24 დაიღუპა.

image

კატაგირი თვითონ პირველი გამოძვრა თვითმფრინავიდან და პასუხისმგებლობა რომ აეცდინა მაშველებს მოატყუა ოფისის თანამშრომელი ვარო.
მოგვიანებით გაირკვა, რომ ფრენის დროს კატაგირი დეპრესიაში იყო და თან ჰალუცინაციები სჭირდა.


7-იუნეს ჰაიატი-1994 წლის 21 აგვისტოს 32 წლის პილოტმა იუნეს ჰაიატმა განზრახ ჩამოაგდო თვითმფრინავი ATR-42-312 და თან გაიყოლა 40 მგზავრი და 4 ეკიპაჟის წევრი.მიზეზი?...უიღბლო სიყვარული.
ხომალდის კაპიტანმა აფრენიდან 10 წუთში განზრახ გამორთო ავტოპილოტი და თვითმფრინავი ატლასის მთებისკენ მიმართა.

image

8-ბრაიან ჯი ჰედგლინი-2012 წელს იგი თავის შეყვარებულის მკვლელეობაში იყო ეჭვმიტანილი.მან მოიპარა თვითმფრინავი.

40 წლის ყოფილმა პილოტმა თვითმფრინავი სენტ-ჯორჯის(იუტა) ასაფრენ ბილიკზე გაიყვანა, თუმცა აფრენა ვერ შეძლო, შასის მუხრუჭების დაზიანების გამო. მან თვითმფრინავშივე ერთი გასროლით მოიკლა თავი.

image

9-ვლადიმერ სერკოვი-1976 წლის 26 სექტემბერს დილით ადრე მფრინავი ალექსანდრ სერკოვი თვითნებურად აფრინდა Ан-2-ით ნოვოსიბირსკის აეროპორტიდან და შემდეგ თვითმფრინავი განზრახ მიმართა საცხოვრებელ კორპუსისკენ.
Ан-2 ხუთსართულიან კორპუსს შეასკდა.დაიღუპა თვითონ პილოტი და კიდევ კორპუსის ოთხი მაცხოვრებელი.მოგვიანებით დადგინდა, რომ ამ კორპუსში ცხოვრობდა სერკოვის ყოფილი ცოლი შვილთან ერთად.იმ დროს მისი ყოფილი ცოლი და შვილი სახლში არ იმყოფებოდნენ.


image


10-ენდრიუ ჯოზეფ სტრაკი III, -2010 წლის 18 თებერვალს ენდრიუ კერძო თვითმფრინავ Piper PA-28 Cherokee-ით შეასკდა შენობას, სადაც განთავსებული იყო შიდა შემოსავლების სამსახური.
როგორც შემდგომ გაირკვა მან ეს განზრახ გააკეთა პროტესტის ნიშნად.შედეგად დაიღუპა თვითონ სტრაკი და სამსახურის მენეჯერი.კიდევ 13-მა ადამიანმა სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღო.

image

image


image



იხილეთ აგრეთვე


















1
361
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
361
  
2017, 27 სექტემბერი, 11:53
მდა...
0 1 1