x
მეტი
  • 23.10.2017
  • სტატია:70268
  • ვიდეო:323102
  • სურათი:424460
ეს რომ 90-იანებში გვცოდნოდა.... ოთახის გათბობის ალტერნატიული ხერხი (+ ვიდეო)

image


ეს რომ გასული საუკუნის 90-იან წლებში გვცოდნოდა, ბევრად უფრო ადვილად გადავიტანდით ქვეყანაში შექმნილ რთულ მდგომარეობას, ნაკლებ ზიანს მივაყენებდით საკუთარ ჯანმრთელობას და ქალაქს. ვინ წარმოიდგენდა, რომ ჰაერის და შესაბამისად, ოთახის გათბობა, მხოლოდ თიხის ქოთნებით და სანთლებით შიეძლება?


თვითნაკეთი ჰაერის გამათბობლისთვის საჭირო არის:


თიხის ქოთანი ყვავილებისთვის (ერთნაირი ფორმის, ერთი ნახვრეტით) – 2 (ერთი დიდი, ერთი უფრო პატარა – ერთმანეთში რომ იდგმებოდეს)

ერთი დიდი ბოლტი

ხრახნი – 2 ცალი

ბრტყელი შესადები (შაიბა) – 4 ცალი

აგური – 3 ცალი

სანთელი – 1-2 ცალი (სანთლის ნაცვლად მშრალი სპირტის გამოყენებაც შეიძლება)

თეფში – 1 ცალი

image

1. აიღეთ დიდი ქოთანი და გარედან გაუკეთეთ ბოლტი და ბრტყელი შესადები.

2. ქოთნის შიდა მხარეს ბოლტს ჩამოაცვით ბრტყელი შესადები და გაამაგრეთ ხრახნით > ისევ ჩამოაცვით ბრტყელი შესადები > ხოლო ზემოდან, ჩამოაცვით პატარა ქოთანი > შემდეგ, ისევ ბრტყელი შესადები და ისევ ხრახნი.

3. თეფშს ირგვლივ შემოუწყეთ აგურები > აანთეთ სანთლები და თეფშზე დააწყეთ.

4. გადმოაბრუნეთ ქოთანი და თავდაყირა დადგით აგურებზე.

სულ მალე ოთახში დათბება!

image

image

თიხის ქოთანი სანთლის თბილ ენერგიას შთანთქავს და მას კონვერტირებას უკეთებს. შედეგად, ქოთნის ზედაპირზე, ტემპერატურა 70–80 გრადუსამდე ადის, ხოლო შიგნით – 260 გრადუსს აღწევს. ამიტომ, ფრთხილად იყავით!

სულ მალე ოთახი გათბება, თქვენ კი ფულის დაზოგვას შეძლებთ ელექტრო და გაზის გამათბობლებზე!
სანთლების ჩაქრობის შემდეგ, გამაცხელებელი სითბოს რამდენიმე საათის მანძილზე ინარჩუნებს.

ყურადღება: კატეგორიულად აკრძალულია ამ გამათბობლის დადგმა ადვილად აალებადი ნივთების სიახლოვეს!!!

imageP. S. შესაძლებელია ქოთნების რაოდენობის გაზრდაც და მაშინ ჰაერის ტემპერატურა კიდევ უფრო გაიზრდება.

image

imageimageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

imageმოხარშული კარტოფილის ბატარეა (1 ბოლქვი – 1 თვე ანათებს)

ბაღდადის ბატარეა – ელექტრო ენერგია ძველ მსოფლიოში

მუდმივად მანათობელი კანდელები

0
781
10-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
Mediator image
Mediator image
781
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0