x
მეტი
  • 19.12.2017
  • სტატია:72065
  • ვიდეო:325250
  • სურათი:427460
წითელი, კოპლიანი, ჭრელი, გახეული-პოლიტიკოსები, რომლებიც წინდების გამო დაცინვის ობიექტები გახდნენ

პოლიტიკა- ის სფეროა სადაც ბევრი ტყუილი, ჭორი თუ მართალი, ბევრი სიბინძურე და სკანდალია თავმოყრილი. საზოგადოება მუდმივად ინტერესდება პოლიტიკოსების პირადი ცხოვრებით და პატარა დეტალსაც ყურადღებას აქცევს.
თუმცა რამდენად შეიძლება ეწოდოს ზოგიერთი პოლიტიკოსის ჩაცმულობას “პატარა დეტალი” ეს თავად განსაჯეთ.


image
ისინი მუდამ ყურადღების ცენტრში არაიან, საზოგადოება მათ გამადიდებელი შუშით აკვირდება და დასკვნებს აკეთებს, მით უფრო მაშინ, როცა ისინი პუბლიკის წინაშე სიტყვით გამოდიან.
კონკრეტული პოლიტიკოსის მიმართ წარმოქმნილი სკანდალი ბევრმა გარემოებამ შეიძლება გამოიწვიოს, მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა ყურადღების ეპიცენტრში მათი ჩაცმულობა ექცევა, უფრო ზუსტად კი მათი წინდები!

რატომ შეიძლება ეცვას პოლიტიკოსს კოპლებიანი წინდები ოფიციალურ შეხვედრაზე?
პასუხი აქაც რამდენიმე შეიძლება იყოს-1.უბრალოდ მოსწონს; 2.მიზანმიმართულად სურს საზოგადოების ყურადღების გადატანა, ან რაღაც “მესიჯს” გზავნის საზოგადოებაში, რომელსაც შემდგომში პოლიტიკური ექსპერტები განმარტავენ.
რაც არ უნდა იყოს, ამით ისინი დაცინვის ობიექტები ხდებიან და საზოგადობას დიდ ხანს ჰყოფნის სალაპარაკოდ.


ბარაკ ობამამ ექს-პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს (უფროსი) საჩუქრად გადასცა წითელი ჰალსტუხი და წინდები თეთრი კოპლებით, იმიტომ რომ მას უბრალოდ ეს ფერი უყვარდა, თუმცა ექს-პრეზიდენტმა გადაწყვიტა ისინი ოფიციალურ მიღებაზე ჩაეცვა.
image
image
ნაიჯელ ფარაჯი (დიდი ბრიტანეთის დამოუკიდებელი პარტიის ლიდერი) თავის ამომრჩეველთან შეხვედრისას უკიდურესად პატრიოტული იყო.

image
ირლანდიის პრემიერ-მინისტრი ლეო ვარადკე კანადის პრემიერი-მინისტრთან ჯასტინ ტრუიდთან შეხვედრის დროს წითელი წინდებით გამოცხადდა, რომელზეც კანადური სიმბოლოები იყო გამოსახული.
image
თავად ჯასტინ ტრუიდიც ხშირად ირჩევს თემატურ წინდებს.
image
ამ წინდებით “ვარსკვლავური ომების” პრემიერაზე გამოცხადდა.
image
ეს კი საპირისპირო შემთხვევა, როცა პიარი არაფერ შუაშია:
უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო გახეული წინდით, ამ ფოტომ 2016 წელს საზოგადოების აღფოთება გამოიწვია.

image
ეს კი ალბათ ყველას გახსოვთ: მიხეილ სააკაშვილი წინდაში ჩატანილი შარვლის ტოტით ტრიბუნსთან.

image
ამერიკელი პოლიტიკოსი პოლ ვულფოვიცი 2007 წელს ოფიციალური ვიზიტით თურქეთში იმყოფებოდა სადაც მას მეჩეთში შესვლა მოუწია, მოგეხსენებათ მეჩეთში ფეხსაცმლით შესვლა არ შეიძლება, ამიტომაც პოლიტიკოსს ფეხზე გახდა მოუხდა, მისი თითებზე გამოხეული წინდები მთელმა მსოფლიომ ნახა.

image
ასევე იხილეთ: 16 ყველაზე ძვირფასი გვირგვინი, რომელიც სამეფო ოჯახს ეკუთვნის


რას ამბობს წვერის ფორმა მამაკაცის ხასიათზე? -საინტერესო ფაქტები, რასაც ყურადღებას არ ვაქცევთ

2
450
5-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
Mediator image
450
  
24 სექტემბერი, 18:39
გმადლობთ :)
24 სექტემბერი, 16:40
მომეწონა^^
0 1 2