x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508595
2 დღის განმავლობაში სამხრეთ კორეაში გაიყიდა 270 ათასი ერთეული Samsung Galaxy Note 8

Samsung Galaxy Note 8-ის გაყიდვები უკვე დაიწყო მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყანაში, ხოლო სამხრეთ კორეაში უკვე მოახდინა ახალი მოწყობილობის გავრცელების კარგი შედეგების დემონსტრირება.

სამხრეთკორეული წყაროების მონაცემებით, სულ ორი დღის განმავლობაში ქვეყნის სამმა უმსხვილესმა ოპერატორმა შეიძინა 270 ათასი ახალი აბონენტი, რომლებიც არიან Samsung Galaxy Note 8-ის მომხმარებელები.

7 სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით, წინასწარი შეკვეთების დროს, ახალი ფაბლეტის ყიდვის სურვილი 850 ათასმა ადამიანმა გმოთქვა. ეს მაჩვენებელი ორჯერ უფრო უკეთესი იყო, ვიდრე Galaxy Note 7-ის შემთხვევაში.

ბაზრის ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ Samsung Galaxy Note 8 შემდგომშიც მაღალი მოთხოვნილებით ისარგებლებს სამხრეთ კორეაში. მომხმარებლები უპირატესობას ანიჭებენ შეიძინონ ვერსია 64 გიგაბაიტიანი მეხსიერებით, შესრულებული ლურჯ ფერში.
image
წყარო: ilenta.com

0
61
3-ს მოსწონს
ავტორი:მამუკა ჯიქია
მამუკა ჯიქია
61
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0