x
მეტი
  • 17.10.2017
  • სტატია:70059
  • ვიდეო:322864
  • სურათი:424128
ერაყში აპირებენ სიკვდილით დასაჯონ "ისლამური სახელმწიფოს" სნაიპერი გოგონა გერმანიიდან(ვიდეო)

imageგერმანელ გოგონას, რომელიც "ისლამური სახელმწიფოს" სნაიპერი იყო, ერაყში სიკვდილით დასჯას უპირებენ.


16 წლის გოგონა ლინდა ვენზელი სახლიდან გაიქცა და თურქეთის გავლით ISIS-ის ტერორიტულ დაჯგუფებას შეუერთდა.იგი ერთ-ერთი ტერორისტის ცოლი გახდა, რომელიც მალევე მოკლეს მოსულში.


ერაყის პრემიერ-მინისტრის ჰაიდერ ალ-აბადის განცხადებით "მოზარდმა ასევე უნდა აგოს პასუხი ჩადენილ დანაშაულზე, ერაყის სასამართლო სისტემა იმსჯელებს მისი სიკვდილით დასჯის საკითხზე."


ამასობაში გერმანიის მთავრობამ მყისიერად მოახდინა რეაგირება და ცდილობს გოგონას სამშობლოში ექსტრადირება მოახდინოს.


როგორც Der Spiegel-ი იუწყება, ბოლო წლებში გერმანიიდან ოთხი ქალი გაიქცა, რომელიც "ის"-ს ტერორისტულ დაჯგუფებას შეუერთდა.


ლინდა ვენზელი პატარა ქალაქ პულშნიციდან არის, რომელიც დრეზდენის სიახლოვეს მდებარეობს, გერმანიის კონსულმა უკვე მოინახულა გოგონა საპყრობილეში, ლინდამ კონსულს განუცხადა: " მინდა მოვშორდე ომს და იარაღს, აქ ბევრი ხმაურია"...შემდეგ კი დასძინა:"სახლში მინდა დაბრუნება, ჩემს ოჯახთან..."


იხილეთ ვიდეო



imageსაინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ აქ





1
234
9-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
234
  
19 სექტემბერი, 11:49
დახვრეტენ თუ თოკზე ჩამოაკონწიალებენ მნიშვნელობა არა აქვს, ადამიანებს უმოწყალოდ ხოცავდა–დაიმსახურა.
ერაყის ხელისუფლების ადგილას არ გადავცემდი გერმანიას.
0 1 1