x
მეტი
  • 23.09.2017
  • სტატია:69528
  • ვიდეო:322104
  • სურათი:423104
ლიბერალიზმის რეალური არსი და იდეალი

ჩვენს საზოგადოებაში ტერმინ “ ლიბერალის“ მაკომპრომატირებელ კონტექსტში გამოყენება მეტად აქტუალური გახდა. ადამაინების დიდ ნაწილს, რომელიც რელაურად ვერ ერკვევა ლიბერალიზმის არსსა და იდეალში, არ იცნობს გზას, რომელიც ლიბერალიზმმა, როგორც იდეოლოგიამ გაიარა, ამ სიტყვის გაგონებაც კი აშინებს. ეს შიში კი განპირობებულია საზოგადოებაში მუდმივად მიმდინარე უწყვეტი დისკრედიტაციით, რომელიც, ძირითადდ, ხორციელდება ულტრანაციონალისტური ჯგუფების მიერ. ისინი ცდილობენ ფონს სწორედ ლიბერალური ღირებულებების დისკრედიტაციის გზით გავიდნენ .


ლიბერალიზმის(ფრანგ: libéralisme ) ჩასახვის ხანად განმანათლებლობის ეპოქა ითვლება (siècle des lumières), თუმცა დღეს ტერმინი გაცილებით ფართო მნიშვნელობით გამოიყენება და დროსთან ერთად აზრობრივად თანდათან დაიტვირთა.


თავისუფლება ლიბერალიზმის, როგორც იდეოლოგიის, ამოსავალი წერტილია. მისი ძირითადი ქვაკუთხედი ადამიანის ინდივიდუალური უფლებებია: გამოხატვის, აზრის, რწმენის, სინდისის, არჩევნის თავისუფლება...image

ლიბერალიზმისთვის ადამიანის ფუნდამენტური უფლებების ხელშეუვალობის გარდა ღირებულია კანონის უზენაესობა, რელიგიის როლის მინიმალიზაცია საზოგადოებრივ ცხოვრებაში და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის განვითარება.


კლასიკური ლიბერალიზმი, თავისი არსით, არათუ არ ლახავს ვინმეს უფლებებს, კატეგორიულად ეწინააღმდეგება ადამიანების დისკრიმინაციას რელიგიური, ეთნიკური, სექსუალური იდენტობის ან ნებისმიერი სხვა ნიშნით.


ლიბერალიზმმა საქართველოში გამოჩენისთანავე დიდი კრიტიკა გამოიწვია. პირველად მეცხრამეტე საუკუნეში იჩინა თავი. რა რეაქცია შეიძლებოდა რგებოდა თავისუფლების იდეას მეცხრამეტე საუკუნეში? ლიბერალიზმის გამოჩნეისთანავე დაიწყეს ილიას და მისი თანამოაზრეები კრიტიკა, ასე ვთქვათ, ძველი ყაიდის ხალხმა, რომლისთვისაც გაუგებარი და ამოუხსნელი იყო თავისუფლებისადმი ახალგაზრდების სწრაფვა, მათი იდეალები და ლტოლვა იმ სამყაროსკენ, სადაც არავის არ ჩაგრავენ.

არ შეიძლება არ გავიხსენოთ ვაჟა, რომელიც წერს “ პატრიოტიზმს და კოსმოპოლიტიზმს“ და ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში ამბობს, რომ ყოველი ჭეშმარიტი პატრიოტი კოსმპოლიტია და ყოველი ჭეშმარიტი კოსმოპოლიტი პატრიოტიო.

image

გადის წლები და ილიას გზა ხდება სასაცილო. ადამიანები მას სულ უფრო და უფრო სკეპტიკურად უყურებენ, იკეტებიან ვიწრო ნაციონალიზმის იდეაში და თავს ინუგეშებენ იმით, რომ ლიბერალიზმი გადაგვარდა, რომ ილიას ლიბერალიზმი სხვა იყო. სინამდვილეში ლიბერალიზმი კი არ გადაგვარდა, ადამიანს არ შეუძლია მიიღოს სხვა კულტურა, არ ესმის მრავალგვარობაში გაერთიანების სარგებლიანობა, არსი და იდეალი, ამავდროულად, აქვს ამბიცია, ილიელად იწოდებოდეს და ამიტომაც პირიქით, - ლიბერალიზმს ადანაშაულებს დეგრადაციაში.


ლიბერალიზმი, კლასიკური გაგებით, არის იდეოლოგია, რომელსაც სურს შექმნას სახელმწიფო, სადაც მშვიდობიანად თანაიარსებებენ ნებისმიერი აღმსარებლობის, პოლიტიკური შეხედულებების, ეთნიკური წარმოშობის, სექსუალური იდენტობის და კანის ფერის მქონე ადამაინები, ვინაიდან ეფუძნება თავისუფლების, კანონის უზენაესობის იდეას. თავისუფლება და ინდივიდი თავისი უფლებებით წარმოადგენს ლიბერალიზმის არსსა და იდეალს. შესაბამისად, კამათი იმაზე, რომ კლასიკური ლიბერალიზმი წარმოადგენს რომელიმე ერის, თუნდაც დომინანტი ერისთვის საფრთხეს, არ შეესაბამება რელაობას და დაშორებულია ლოგიკურ საზრისს.



8
133
5-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ბაისონაშვილი
ნინო ბაისონაშვილი
133
  
15 სექტემბერი, 11:19
შეგიძლიათ უკეთ განმარტოთ, რას ნიშნავს ფრანგები რას დაემსგავსნენ? რას გულისხმობთ ? ფიზიკურად ვჯობივართ, ზრდილობით, ეკონომიკურად თუ რა კუთხით ლტრანაციონალისტურ ნაჭუჭში ჩაკეტილი ერები?
15 სექტემბერი, 11:07
მამალი რასისტი და ქსენოფობი ბრძანდებით. ეჭვი მეპარება საფრანგეძთის ისტორია იცოდეძთ, თორემ თქვენნაირიც არ უარყოფდა, რომ ფრანგებმა ეს ერები გააძვალტყავეს, ვიდრე დეგოლო არ მოვიდა და არ თქვა: ,, ალჟირი წყლულია ერის სხეულზე,, 1960 წელს. ქართული მარში ერთუჯრედიანი, ბნელი ხალხის რუსული პროვოკაციაა და მაგაში ვერავინ გადამარწმუნებს მთავარი: მე შენობით არ გელაპარაკებით! ილია მე კარგად ამქვს წაკითხული, მაგრამ დროში ჩამორჩენილ ადამიანებს გაუჭირდებათ იმის გაგება, რომ მამული და სარწმუნოება დღეს აღარაა ერთი ცნება,არც ასოცირებული
15 სექტემბერი, 10:23
მე კარგად ვიცი საფრანგეთის ისტორია და კარგად ვხედავ რანი იყვნენ და სადამდე დაეცნენ. ღირსება დააკარგვინეს მაგ ხალხს, ახლა გუშინდელ ბატონებს ალჟირელები, ზანგები და ათასი ჯურის ,,ემიგრანტები" უტყაპუნებენ თავში და შიშით ხმა ვერ ამოუღიათ ქსენოფობად და ფაშისტად რომ არ შერაცხონ სულგაყიდულმა ლიბერალებმა. რაც შეეხება ქართულ მარშს თუ კარგად დაუფიქრდები და მოუსმენ რას აპროტესტებენ იქნებ მიხვდე კიდეც რომ ეროვნულ საქმეს აკეთებენ. ლიბერალიზმს რომ უწოდებ ილიას გზას იქნებ წაიკითხო მისი შეგონებები: ენას, მამულის და სარწმუნოების შესახებ. დარწმუნებული ვარ არ წგიკითხია თორემჩემსავით ქსენოფობად შერაცხავდი
14 სექტემბერი, 12:19
ირაკლი სუფთა ქსენოფობიურ კომენტარს აკეთებთ. იმას მამღერებინებთ, რაც სტატიაში უკვე ვიმღერე. უტოპია ლიბერალიზმი კი არა ულტრანაციონალიზმია დღეს. ჩვენ სანამ ვერ გავიგებთ მრავალგვარობაში გაერთიანების ევროპულ არსს და იდეალს, მანამდე არც კი ღირს ევროინეგრსაციაზე ოცნება. კორკოტა რომ დარბის ჯვრებით და ხატებით აღმაშენებელზე და გაჰყვირის უცხოტომელო გადაშენდიო, ეს არის ობსკურანტული, ბარბაროსული ძალების უკანასკნელი ფართხალი. წინაზე დავწერე სტატია სეკულარიზმზე, რომელიც ასევე არასწორად გაიგეს. ხახლო, სანამ არ გაერკვევითთანამედროვე, გლობალური პოლიტიკის ტედენციებში, მანამდე იქნება არაადეკვატური კომენტარები. ფრანგ ერზე რომ აკეთებთ რეფერირებას, საფრანგეთს რომ მასწავლით, რომელსაც მთელი ცხოვრებაა ვსწავლობ, იცით რამდე ხანს ყავდა ის ხალხი დაპყრობილი, დღეს რომ ტომას ჟოლისნაირებს ანუ ფრანგ კორკოტებს თვალში არ მოსდით? იცით, რომელ ერებზე დგას ამ დიდი ფრანგიე ერის წარმატება ? იცით,რამდენი ფრანგად ცნობილი დიდი ფრანგი მწერალი, რეჟისორი, მეცნიერი და კომპოზიტორი და ა,შ იყო ეთნიკურად არაფრანგი? იცით, რომ დღემდე საფრანგეთის მარიონეტული რეჟიმები მართავენ აფრიკულ სახელმწიფოებს ? ასეთი ფაქტორებიც გაითვალისწინეთ ხოლმე
13 სექტემბერი, 12:07
თანამედროვე სამყაროში ულტრანაციონალიზმი ჩამორჩენას კი არა გადარჩენას ემსახურება. შეგიძლიათ მაგალითი საფრანგეთისგან აიღოთ, რომელიც ჩვენზე ათჯერ დიდი ქვეყანაა როგორც რესურსებით, ისე მოსახლეობით და ტერიტორიით. ლიბერალიზმის გადამკიდე ცოტა ხანში უმცირესობაში აღმოცნდებიან საკუთარ ქვეყანაში
13 სექტემბერი, 12:02
ეჰ ნინო ჩემო......უტოპიაა ყველაფერი,შენ რა გგონია მარქსისტული იდეები ცუდი იყო სხვას კი არაფერს ქადაგებდა?თუ მეხსიერება არ მღალატობს ჩერჩილმა თქვა,დემოკრატიაც კი უვარგისია,იმიტომ რომ,უკეთესი ვერ გამოიგონა კაცობრიობამო,ძალიან შორსაა თვით ყველაზე დემოკრტარიული ქვეყნებიც კი ლიბერალიზმისგან..შეიძლება რაღაც ნიშნები იყოს ცენტრალური ევროპის ზოგ ქვეყანაში,თუ რატომ ძალიან დიდი ტრაქტატი გამომივა..რა ლიბერალიზმი..აგე დღეს დავწერე სტატია ბრიტანეთში ოჯახს 18 მონა ჰყავდა
13 სექტემბერი, 11:53
თანამედროვე სამყაროში, სადაც საზღვრების როლი მინიმუმამდეა დაყვანილი, ულტრანაციონალიზმი უადგილოა, ემსახურება ჩამორჩენას და სხვას არაფერს. კლასიკური ლიბერალიზმი, წიტელი ხაზი : კალასიკური-ოპტიმალური არჩევანია
13 სექტემბერი, 11:38
ჩვენ და ჩვენს მსგავს მცირე ერებს ლიბერალიზმი კი არა ნაციონალიზმი თუ გადაგვარჩენს. სხვა შემთხვევაში გავითქვიფებით ჩვენს მეზობლად არსებულ ჩვენზე მრავალრიცხოვან ხალხში, რომლებსაც არ აინტერესებთ ლიბერალიზმი და ტრადიციულად მხოლოდ სხვა თავისზე სუსტი ერების დაპყრობაზე არიან ორიენტირებულნი.
0 1 8