x
მეტი
  • 22.09.2017
  • სტატია:69509
  • ვიდეო:322093
  • სურათი:423076
ავი დედამთილის 10 წესი

სოციალური ქსელის კრეატიული მომხმარებლები ორიგინალური პოსტებით ხშირად გვანებივრებენ.


image

ავი დედამთილის 10 წესი:

წესი N1

კარგი რძალი არარსებობს.


წესი N2

თუ მოგეჩვენათ, რომ ძალიან კარგი, ჭკვიანი და გამგებიანი რძალი გყავთ, ეს იმას ნიშნავს, ის კარგად თამაშობს. რატომ? იხილეთ N1 წესი.


წესი N3

არც ერთ რძალს არ შეუზლია საჭმლის გაკეთება და თუ მაინც კარგი კერძი გამოუვიდა, ამას თქვენს ჯინაზე აკეთებს.


წესი N4

თუ დაქორწინების შემდეგ თქვენმა შვილმა წონაში საგრძნობლად დაიკლო, ეს იმას ნიშნავს, რომ ცოლი მას შიმშილით კლავს, არ იცის საჭმლის მომზადება და საერთოდაც საშინელი დიასახლისია. თუ პირიქით-თქვენი ვაჟი ცოლის მოყვანის შემდეგ გასუქდა- ე.ი რძალი მას მავნებელი, ქოლესტერინის შემცველი პროდუქტებით კვებავს და საწყალი ბიჭის ჯამრთელობას სულაც არ უფრთხილდება. თუ შვილმა წონა შეინარჩუნა, ეს მხოლოდ თქვენი დამსახურებაა.


წესი N5

რძლებს ცუდი მეხსიერება აქვთ, ამიტომაც ყოველდღიურად გიწევთ იმის შეხსენება, რომ მხოლოდ თქვენი დამსახურებაა, მას რომ ასეთი კარგი ქმარი ჰყავს; როგორ უნდა გააუთოვოს პერანგი სწორად; და რომ "ჩვენს დროში სალათს მეტ ძმარს უკეთებენ."


წესი N6

რძალმა სწორად არ იცის საჩუქრის შერჩევა. თუ დაბადების დღეზე მორთმეული "პრეზენთი" მოგეწონად, არაფრით აღიარებთ ამას. სხვანაირად წესი N6 თავის ძალას დაკარგავს.


წესი N7

ყველა რძალი ტოტალურად უგემოვნოა. მათ არ შეუძლიათ მარტო შეარჩიონ შპალერის ფერი, საკმარისი სიგრძის ფარდა და მოხერხებული ავეჯი.


წესი N8

თუ რძალი დაჟინებით გთხოვთ ესტუმროთ, ეს იმას ნიშნავს, რომ უფასო მუშახელი სჭირდება. თუ პირიქით-დიდი ხანია არ დაუპატიჟებიხართ, ე.ი უგულო ეგოისტია.


წესი N9

სახლში ქოლგა დაგრჩათ და თავსხმაში მოყევით? გამყიდველი გეუხეშებათ? ქვედა მეზობელი ჩარეცხეთ? დიახ, დიახ, დიახ. ამ ყველაფერში, რა თქმა უნდა, თქვენი უარგისი რძალია დამნაშავე.


წესი N10

მთავარია! არ დაგავიწყდეთ, ვერც ერთი რძალი ვერ იარსებებს თქვენი რჩევების გარეშე! ამიტომაც, რაც უნდა გეძნელებოდეთ ამის კეთება, ასწავლეთ ყველგან და ყველაფერი! გახსოვდეთ-ეს არის თქვენი ვალი და მისია!



















0
66
შეფასება არ არის
ავტორი:ბოჩოლა
ბოჩოლა
66
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0