x
მეტი
  • 21.11.2017
  • სტატია:71141
  • ვიდეო:324195
  • სურათი:426215
როგორ გამოვფხიზლდეთ "კოშმარული" სიზმრიდან სწრაფად– 4 უტყუარი ხერხი

სიზმარი არის ძილის მდგომარეობაში სრულიად უნებლიე აღმოცენება და მიმდინარეობა ფსიქიკური შინაარსებისა. ზოგჯერ სიზმარს პირველ ბიძგს აძლევს ან მის შინაარსში ერთვება რეალური გამღიზიანებლით გამოწვეული შეგრძნებები. სიზმარში ფანტაზია იმას წარმოგვიდგენს, რის მიმართაც განწყობილი ვართ, შეიძლება პირიქით მოხდეს, დაგვესიზმროს ის, რაც გვაწუხებს, გვაღელვებს, რისი რიდი და შიშიც გვაქვს. სიზმრის ფიზიოლოგიური საფუძველია ძილის გამო შეკავებულ მდგომარეობაში მყოფი ტვინის ქერქის ცალკეული არეების გამოსვლა შეკავებული მდგომარეობიდან (განმუხრუჭება), რაც ზოგჯერ წარმოდგენათა ფრაგმენტულ ქაოსურ მსვლელობასაც იწვევს.


image


ალბათ ყველა ჩვენგანს ჰქონია შემთხვევა, როდესაც "კოშმარულ" სიზმარს ვხედავდით და გამოღვიძება გვიჭირდა მიუხედავად იმისა, რომ ვაცნობიერებდით ეს სიზამრი იყო. მართალია მსგავსი შემთხვევები ძირითადად ბავშვობაში გვქონდა, თუმცა არიან ზრდასრულები, რომელთაც "კოშმარული" სიზმრები დღესაც აწუხებთ. დღევანდელ სტატიაში მინდა 4 უტყუარი ხერხი გასწავლოთ, რომლის ცოდნის შემთხვევაში ადვილად გამოიღვიძებთ არასასურველი სიზმრიდან.



1. დარწმუნდით სიზმარში ხართ თუ არა. იმის შესამოწმებლად ნამდვილად სიზმარში ხართ თუ არა, სინათლე აანთეთ. სიზმარში სინათლე არ აინთება, ეს მხოლოდ ცხადშია შესაძლებელი.image


ასევე ჩაიხედეთ სარკეში, სადაც თქვენს სხეულს თუ სახეს ბუნდოვნად დაინახავთ.image


იმისათვის, რომ "კოშმარული" სიზმრიდან ადვილად გამოფხიზლდეთ, მონახეთ რაიმე დაწერილი ტექსტი, წიგნი და ა.შ და დაიწყეთ ხმამაღლა კითხვა. ძილში კითხვის მომენტში თქვენ ცხადში ძილში ბოდვას ხმამაღლა დაიწყებთ, რის გამოც გარშემომყოფები შეეცდებიან ხელით შეგეხონ რომ შეგაღვიძონ.




2. მჭიდროდ დახუჭეთ და გაახილეთ თვალები. "კოშმარული" სიზმრიდან სწრაფად გამოფხიზლების ერთ–ერთი ფრთოდ გავრცელებული ხერხია თვალების მჭიდროდ დახუჭვა და შემდეგ გახელა, რაც გაღვიძებაში დაგეხმარებათ. თუ ამ ხერხმა არ გაამართლა, მაშინ წამწამების სწრაფი ხამხამით შეძლებთ ამას.




3. ისუნთქეთ ღრმად და მშვიდად. ღრმა ძილის დროს არა მარტო ტვინი, ჩვენი კუნთების სისიტემაც მოდუნებულია. სწორედ ამიტომაა "კოშმარული" სიზმრის დროს თუ ვიღაც მოგვდევს ან სხვა მსგავს შემთხვევაში გაქცევა არ შეგვიძლია. ადვილად რომ გამოვფიზლდეთ ცუდი სიზმრიდან, ეცადეთ იმუშავოთ სუნთქვაზე, ის თუ ღრმა და მშვიდი იქნება, ადვილად გაიღვიძებთ.image



4. თვალებში შეხედეთ მონსტრს. ფსიქოთერაპევტები, რომლებიც პაციენტებს კურნავენ "კოშმარული" სიზმრებისგან, სთავაზობენ მათ ჩაიწერონ სიზმრები, რომლებსაც გაიაზრებენ და მონსტრების დამარცხების სასიამოვნო დასასრულს მოიფიქრებენ. სცენარი მომდევნო "კოშმარული" სიზმრისთვის აუცილებლად გამოადგებათ.


ფსიქოლოგები რეკომენდაციას იძლევიან მონსტრებს ან იმ ურჩხულებს, რომლებსაც სიზმარში ვხედავთ და მოგვდევენ, დავუსვათ კითხვები თუ რა უნდათ ჩვენგან, ან უბრალოდ ჩავხედოთ მათ თვალებში. ისინი გაქრებიან და მშვიდი ძილი გარანტირებული გვექნება.

image



იხილეთ აგრეთვე:


დამბლა, ლაპარაკი, მთვარეულობა, სიზმარი სიზმარში, საწოლში კრთომა, განათლების მიღება და სხვათა საიდუმლო, რომლებიც ძილში გვემართება

რატომ ვკრთებით ძილში? ეს ბევრმა თქვენგანმა არ იცის
აი რატომ გვეყოფა ყოველი ძილის დროს ცალი ფეხი საბნიდან– მიზეზი გაგაოგნებთ!
აი რატომ გვესიზმრებიან გარდაცვლილი ახლობლები
რა ემართება სულს ჩვენი ძილის დროს?
რომელ მხარეს უნდა გვეძინოს? ის, რაც ბევრმა თქვენგანმა არ იცის
ნახეთ რა დაგემართებათ თუ არასწორ პოზიციაში გძინავთ
რატომ ჭირდება ქალს მეტი ძილი, ვიდრე მამაკაცს? ის, რაც აქამდე არ იცოდით




2
104
18-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
104
  
10 სექტემბერი, 22:09
მეც ხშირად მემართება მსგავსი, არა ხშირად, თუმცა არც ისე იშვიათად.
10 სექტემბერი, 21:51
უცნაურია, მაგრამ სიზმრების კონტროლი შემიძლია. ხშირად ვხედავ იმას, რაც შემდგომში მიხდება.ძალიან ხშირად ვხედავ ერთსა და იმავე სიზმრებს, ასევე სიზმარში სიზმარს, უკვე დაძინების მეშინია... რას მირჩევთ?
0 1 2