x
პალიატიური მზრუნველობა


image

რა არის პალიატიური მზრუნველობა? პალიატიური
მკურნალობა არის სამედიცინო მომსახურება, რომლითაც რადიკალურად არუმჯობესდება პაციენტის მდგომარეობა,
არ იცვლება არაკეთილსაიმედო პროგნოზი
და რომლის მიზანია პაციენტის მდგომარეობის დროებითი შემსუბუქება.პალიატიური მზრუნველობა თანამედროვე მედიცინის
განუყოფელი ნაწილია. პალიატიური მზრუნველობა არის სხვადასხვა სპეციალობის ადამიანების, პაციენტის ოჯახის
წევრებისა და სხვა ახლობლების ერთობლივი ზრუნვა იმ ადამიანების მდგომარეობის შემსუბუქებასა და კეთლდღეობაზე, რომელთაც მძიმე დაავადება აქვთ. იგულისხმება ისეთი დაავადებები, რომელთა განკურნება შეუძლებელია და რომელიც იწვევეს ტკივილს და სხვა ძლიერ შემაწუხებელ სიპტომებს.

პალიატიური მზრუნველობა მნიშვნელოვნად ვერ გაახანგრძლივებს
სიცოცხლეს, მაგრამ ის სრულებით ცვლის პაციენტის მდგომარეობას. პალიატიური დახმარება
– აივ ინფიცირებულთა და შიდსით დაავადებულთა კომპლექსური დახმარების აუცილებელი კომპონენტია:
ტკივილი, დიარეა, ხველება, ჰაერის უკმარისობა, გულისრევა, სისუსტე, დაღლილობა, ცხელება,
აზროვნების არევა – ეს ჯერ კიდევ არ არის დაავადების გამოვლინებების მთელი ჩამონათვალი,
რომლებთანაც უხდებათ შეხება ამ ადამიანებს. პალიატიური დახმარება ამსუბუქებს ამ გამოვლინებებს
და ამით ათავისუფლებს პაციენტს ზედმეტი ტანჯვისა და საავადმყოფოში ხშირი მიმართვების
აუცილებლობისაგან. ასეთი დახმარების გარეშე სიმპტომები მკურნალობის გარეშე რჩება, რაც
ხელს უშლის ნორმალურ ცხოვრებას. საზო-გადოებისთვის კი პალიატიური დახმარების ნაკლებობა
ვლინდება საავადმყოფოების გადატვირთვით. მისი
მზრუნველობის მნიშვნელოვანი მახასიათებელია პაციენტის ფსიქოლოგიური მხარდაჭერა. ის
მოიცავს მძიმე დაავადების მქონე პაციენტისათვის სათანადო განმარტებების, რჩევების მიწოდებას
და მათ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ზრუნვას დიაგნოზის გაგების წუთიდან დაავადების მიმდნარეობის
მთელ პერიოდში.
image

პალიატიური
მზრუნველობა ეფექტურია! სამეცნიერო
კვლევებმა აჩვენა, რომ პალიატიური მზრუნველობა მნიშვნელოვნად ეხმარება ბავშვებს, რომლებსაც
მძიმე დაავადებები აქვთ. კვლევების თანახმად, პაციენტები, რომლებმაც ეს მზრუნველობა
მიიღეს ამბობენ, რომ მათი მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, კერძოდ:

- მოეხსნათ ტკივილი და სხვა შემაწუხებელი სიმპტომები, როგორიცაა
გულისრევა, სუნთქვის უკმარისობა;

- გაუმჯობესდა კომუნიკაცია სამედიცინო მომსახურების გამწევსა და
ოჯახის წევრებს შორის;

- მიიღეს ემოციური/ფსიქოლოგიური მხარდაჭერა.

ვინ ახორციელებს პალიატიურ მზრუნველობას? - პალიატიურ მზრუნველობას ახორცილებს
ინტერდისციპლინარული გუნდი, რომელშიც შედიან: ექიმი (სპეციალური კვალიფიკაციით პალიატიურ
მზრუნველობაში), ექთანი, ფარმაცევტი, ფსიქოლოგი, დიეტოლოგი/ნუტრიციოლოგი და მოხალისეები.

უნდა დავანებოთ თუ არა თავი პალიატიური
მზრუნველობის დროს სხვა მკურნალობას?

არა! პალიატიური მზრუნველობის მიზანია ბავშვის ტკივილების და სხვა შემაწუხებელი სიმპტომების
შემსუბუქება, ასევე თავად ბავშვის და ოჯახის წევრების ემოციური მხარდაჭერა. პალიატიური
მზრუნველობა ბავშვს ეხმარება დაბადებიდან მოზარდობის მთელი პერიოდის განმავლობაში,
ხოლო ოჯახის წევრებს ნებისმიერ ეტაპზე. პალიატიური მზრუნველობა ბავშვმა შეიძლება მიიღოს
მკურნალობასთან ერთად.

რა არის ჰოსპისური მზრუნველობა?

ჰოსპისი ეს არის ოჯახური ტიპის სახლი, სადაც სპეციალური გუნდის მიერ ხდება პაციენტის
როგორც ფიზიკურ, ასევე სულიერ მხარეზე ზრუნვა, ტკივილის შემსუბუქება, ფსიქოლოგიური
მხარდაჭერა და სხვა.

რა განსხვავებაა პალიატიურ მზრუნველობას
და ჰოსპისურ მზრუნველობას შორის?

პალიატიური მზრუნველობა ეს არის სიმპტომების მართვა და კონტროლი მას შემდეგ, რაც ადამიანს
დაესმება უკურნებელი დაავადების დიაგნოზი, ხოლო ჰოსპისური მზრუნველობა ეს არის სპეციალური
მზრუნველობა იმ პალიატიური პაციენტებისთვის, რომლებსაც სიცოცხლის ხანგრძლივობა მაქსიმუმ
6 თვე აქვთ დარჩენილი.

საქართველოში?
ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე
საქართველოში არ არსებობდა სტრუქტურული მიდგომა პალიატიური მზრუნველობის საჭიროების
მქონე პირების მკურნალობისათვის. პალიატიური მზრუნველობის პირველი კლინიკა (ფერისცვალების
დედათა მონასტერთან არსებული სასნეულო სახლი) გაიხსნა 2003 წელს, ხოლო შემდეგ 2005
წელს (ონკოპრევენციის ცენტრის პალიატიური მზრუნველობის განყოფილება). არსებობს პალიატიური
მზრუნველობის 2-2 საწოლი ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში. აღნიშნულ განყოფილებებში პალიატიური
მზრუნველობა მოქალაქეებისათვის ხელმისაწვდომია სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში (ონკოლოგიურ
დაავადებათა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სახელმწიფო პროგრამა). ბინაზე პალიატიური მზრუნველობა გრანტით დაფინანსებული
პროგრამის ფარგლებში ხელმისაწვდომო გახდა 2004 წლიდან. 2005-2006 წლებიდან ბინაზე პალიატიური
მზრუნველობა დაფინანსდა სახელმწიფოს მიერ. თბილისში ბინაზე პალიატიურ ზრუნვას ახორციელებს
სპეციალურად მომზადებული ორი მობილური ბრიგადა, რომელთაც ერთდროულად 70 პაციენტზე ზრუნვა
შეუძლია. მომსახურებას სრულად აფინანსებს სახელმწიფო.

რეკომენდაციები:


შეეცადეთ მოაგვაროთ ავადმყოფის ურთიერთობა
ოჯახის წევრებთან.განიხილეთ საკითხები,
რომლებიც აწუხებს ავადმყოფს,
მაგალითად ბავშვებზე მზრუნველობა,
მათი სწავლის გადასახადი,
ოჯახისთვის მხარდაჭერის წყაროები,
ძველი უთანხმოებები.უამბეთ ავადმყოფს,
რომ ის უყვართ, რომ ის ყოველთვის ემახსოვრებათ.ესაუბრეთ სიკვდილის შესახებ, თუ ავადმყოფს სურვილი აქვს.დარწმუნდით, რომ ავადმყოფს ეხმარებიან სინანულის და დანაშაულის გრძნობის დაძლევაში.ავადმყოფის სურვილის მიხედვით დაუკავშირდით მის სულიერ მოძღვარს.



რა მდგომარეობაა საქართველოში?


(სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის მონაცემები- 2011 წელი) ((უფრო ადრინდელი მონაცემები არ არსებობს )


ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე საქართველოში არ არსებობდა სტრუქტურული მიდგომა პალიატიური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირების მკურნალობისათვის. პალიატიური მზრუნველობის პირველი კლინიკა (ფერისცვალების დედათა მონასტერთან არსებული სასნეულო სახლი) გაიხსნა 2003 წელს.


პალიატიური მზრუნველობა ბოლო პერიოდში იკიდებს ფეხს საქართველოში. გასულ წლებში აღნიშნული სერვისი სრულად იყო „ჩანაცვლებული” მხოლოდ მკურნალი ექიმის მომსახურებით და ოჯახის წევრების მეურვეობით. სწორედ ამით არის განპირობებული ის ფაქტი, რომ როგორც მეურვეთათვის, ასევე პაციენტებისთვის მკურნალობისთვის სასურველი და რეალური ადგილიც ძირითადად სახლია. ეს ფაქტორი, როგორც უკვე ითქვა, კორელაციაშია აგრეთვე ინფორმირებულობის პრობლემასთან





უნდა აღინიშნოს, რომ თითქმის ყოველი მეორე პაციენტის შემთხვევაში, პალიატიურ მზრუნველობაში ჩართვა მოხდა ავადმყოფობის ბოლო სტადიაზე. თითქმის მეოთხედი პაციენტებისათვის – მას შემდეგ, რაც დაისვა დიაგნოზი უკურნებელი სენის შესახებ, ხოლო 14.2% პალიატიურ მზრუნველობაში ჩაერთო უშედეგო მკურნალობის შემდეგ.





უნდა იყოს თუ არა უკურნებელი სენით შეპყრობილი ადამიანი თავიდანვე ინფორმირებული დაავადების შესახებ?


ყოველი მეორე გამოკითხული ამ საკითხს პოზიტიურად უდგება: 22.7% თვლის, რომ პაციენტი ინფორმირებული უნდა იყოს დიაგნოზის შესახებ უკურნებელი სენის შემთხვევაში; 28%–ის აზრით კი, დიაგნოზის შესახებ ინფორმირებისას უნდა იქნეს გათვალისწინებული პიროვნების ფსიქოტიპი (უნდა აღინიშნოს, რომ ამ ჯგუფის რესპონდენტთა მეურვეობის ქვეშ მყოფი პაციენტების ნაწილი არ იყო ინფორმირებული დიაგნოზის შესახებ). 42.4% თვლის, რომ დაუშვებელია ადამიანისთვის მსგავსი ინფორმაციის მიწოდება, რადგან დაავადებულის ტანჯვა გაიზრდება (აღნიშნული ჯგუფის რესპონდენტთა ერთი ნაწილი – 15.3%, შესაძლოა, პირადი გამოცდილებიდან 24 განიხილავს საკითხს, რადგან მათი მეურვეობის ქვეშ მყოფი პაციენტები ინფორმირებულნი იყვნენ დიაგნოზის შესახებ).





პალიატიური მზრუნველობის ეფექტურობის ერთ–ერთი ძირითადი განმსაზღვრელი კომპონენტია ტკივილის შემსუბუქება. აქედან გამომდინარე:


დასახვეწია ტკივილის შეფასების პრაქტიკაში გამოყენების მექანიზმი: ხშირად არ ხდება პალიატიური სერვისის მიმღებთა ინფორმირება ტკივილის შეფასებასთან დაკავშირებით, რაც შესაძლოა სისტემის ნაკლოვანებაზე მიუთითებს;2.
არსებობს პალიატიური მხრუნველობის მიმღებთა გარკვეული ჯგუფი (გამოკითხვის შედეგად – 18 %), რომლებიც მედიკამენტს/მედიკამენტის დოზას ექიმთან შეთანხმების გარეშე იღებენ. აღნიშნული ფაქტი, ერთი მხრივ, შეიძლება გამოწვეული იყოს მედპერსონალის მიმართ უნდობლობით, მეორე მხრივ კი, ექიმის მიერ ნაკლები დოზის გამოწერის ფაქტით, კანონის შიშის გამო.3.
პალიატიური მზრუნველობის სერვისების განვითარების აუცილებლობაზე მიუთითებს რესპონდენტთა უმრავლესობის მოსაზრება, რომ ამ მომსახურებაში ჩართვის შედეგად პაციენტის ტანჯვა ან შემსუბუქდა, ან, უკიდურეს შემთხვევაში, არ გაუარესებულა.





პალიატიური მომსახურების გამოყენება და შეფასება


პალიატიური მზრუნველობის ქვეშ მყოფ იმ პაციენტთა ხვედრითი წილი, ვინც არ ჩაიტარა მისთვის საჭირო ერთი რომელიმე პროცედურა22 მაინც, 12.6%–ია. საჭირო მკურნალობის ჩაუტარებლობის ძირითადი მიზეზია ფინანსური პრობლემები. ამას გარდა, დასახელდა მედიკამენტების/მკურნალობის თანმხლები აუტანელი გვერდით მოვლენები და ინფორმაციის არქონა ამა თუ იმ მკურნალობის ფორმის აუცილებლობის შესახებ.





პალიატიური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირთა კომუნიკაცია სხვადასხვა ჯგუფებთან


რესპონდენტები აღნიშნავენ, რომ მათი მეურვეობის ქვეშ მყოფ პირებს ძირითადად მეგობრული ან კეთილგანწყობილი ურთიერთობები აქვთ იმ ადამიანებთან, ვისთანაც უწევთ ურთიერთობა. დადებითი ურთიერთობების მაჩვენებელები დაახლეობით თანაბარია როგორც იმ ადამიანთა ჯგუფთან (ე.წ. „პირველადი ჯგუფი”), რომლებთანაც პაციენტები ემოციურ კავშირებს ამყარებენ (ოჯახის წევრები, მეზობლები, ნათესავები), ასევე სამედიცინო პერსონალთან.


პალიატიური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირთა ურთიერთობები შეზღუდულია ისეთ ჯგუფთან, როგორიცაა – თანამშრომლები სამსახურში. ამ ჯგუფთან არ აქვს ურთიერთობა პაციენტთა დიდ უმრავლესობას. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს პალიატიურ პაციენტთა ტოტალურ დაუსაქმებლობას.






0
757
1-ს მოსწონს
ავტორი:პოპიაშვილი
პოპიაშვილი
757
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0