x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
იუნა შაფათავა: იქნებ ჩვენც შემოვიღოთ ეს კარგი საქმე

imageიუნა შაფათავა სოციალურ ქსელში ერთ კარგ ამერიკულ ტენდეციაზე საუბრობს, რომელიც დაკრძალვის რიტუალს შეეხება და ფიქრობს, რომ კარგი იქნებოდა თუ მსგავსი ტრადიცია ჩვენთანაც დამკვიდრდებოდა.


"იქნებ ჩვენთანაც შემოვიღოთ ეს კარგი საქმე:
დღეს მივდივარ ძალიან მაგარი ადამიანის პანაშვიდზე. ამერიკელია. ისედაც ვფიქრობდი, ყვავილების მაგიერ იქნებ შესაწირი ყუთი იდება, რაიმე ორგანიზაციისთვის და იქ დავტოვებ ფულს-ძალიან მაგარი ადამიანია, იმიტომ ვიფიქრე. და არ შევცდი.


დასაფლავების ბიუროს ვებგვერდზე რომ შევედი, პანაშვიდის ადგილის და საათის გადასამოწმებლად, ქვემოთ პატარა მითითება იყო: თუ შეიძლება, ყვავილების მაგიერ, დატოვეთ შენატანი ბავშვთა ჰოსპიტალისთვის ან ბავშვების საქველმოქმედო N ორგანიზაციისთვის.
ამან კიდევ ერთხელ დამარწმუნა, ამ ოჯახის ნამდვილ ადამიანობაში.
იქნებ, იგივე ტრადიცია შემოვიტანოთ. ყვავილები მინიმუმ 5 ლარი ღირს და ათასი კაცი მაინც დადის ხოლმე პანაშვიდებზე. ბევრს დავეხმარებოდით, გარდაცვლილის სახელით.


მოგწონთ? მე მომწონს. თუ მეღირსა ხანდაზმულს სიკვდილი, მეც არ მინდა ყვავილები, ყვავილების ფული ბავშვთა სახლებს და მოხუცთა თავშესაფრებს ჩაურიცხეთ.



მადლობა ამ ადამიანს, გული დამწყდა. მიხარია, რომ ვიცნობდი. დაიძინა და აღარ გაიღვიძა. ყველა ასეთ კარგ ადამიანს დაეწიოს უსასრულობის სიკეთე, სიცოცხლის შემდეგ წრეზე"

image


0
104
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
104
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0