x
მეტი
  • 23.11.2017
  • სტატია:71200
  • ვიდეო:324258
  • სურათი:426300
როგორ მისტირიან რუსები სტალინს(სსრკ სტალინის დროს:მხოლოდ ფაქტები)

image

ერთ-ერთ რუსულ ინტერნეტ გამოცემაში გამოქვეყნდა სტატია "СССР при Сталине: только факты", (სსრკ სტალინის დროს:მხოლოდ ფაქტები), სტატიის ავტორი მიიჩნევს, რომ სტალინის ღვაწლი უდიდესია რუსი ერის და ქვეყნის განვითარებაში, უამრავი ტალახი და ღვარძლი იქნა გადმონთხეული ამ პიროვნების მიმართ, შეიქმნა ყალბი მითები ხრუშოვისა თუ შემდგომ პერიოდში. ახლა ლირიკა იქეთ იყოსო და მხოლოდ ფაქტებს მოვიყვანო-დასძენს ავტორი.გთავაზობთ ზოგიერთ საინტერესო ამონარიდს სტატიიდან:


"მე ვიცი, რომ ჩემი გარდაცვალების შემდეგ ჩემს საფლავზე უამრავ ნაგავს დაყრიან, მაგრამ ისტორიის ქარი დაუნდობლად გაფანტავს მას"(იოსებ სტალინი 1943წ.)


1)მოსახლეობა-რუსების, ველიკოროსების, მალოროსების და ბელორუსების რიცხობრივი მატება საშუალოდ წელიწადში 1.3-1.5 მილიონს შეადგენდა, 1959 წლისათვის რუსები 159, 3 მილიონი იყო, ელცინის დროს რუსების რიცხოვნება 6, 8 მილიონით შემცირდა, ხოლო პუტინის დროს 6, 4 მილიონით;


სტალინის დროს სიკვდილიანობა შემცირდა სამჯერ 1913 წელთან შედარებით, შემცირდა მშობიარობაც (1950 წლისათვის 26, 9-1000 მოსახლეზე, 45, 5-1913 წელს);


სტალინის მართვის პერიოდში ალკოჰოლის მოხმარება 2-ჯერ იყო შემცირებული(1, 9 ლ.-1952 წელს, 4, 7 ლ.1914 წელს), ამჟამად რუსეთი 10-ჯერ მეტ ალკოჰოლს მოიხმარს 25ლ/ერთ სულ მოსახლეზე;


ნარკომანია სტალინის დროს არ იყო, არ არსებობდა ნარკომაფია, სტალინის შემდეგ, 20 წლის განმავლობაში, ნარკოტიკების მოხმარება 10-ჯერ გაიზარდა;


პროსტიტუცია სტალინის დროს განიხილებოდა როგორც პარაზიტული არსებობის ერთ-ერთი ფორმა, მისი ორგანიზებული ფორმები მთლიანად განადგურებული იყო, ამჟამად რუსეთი ერთ-ერთი პირველია მსოფლიოში პროსტიტუციით, მათ შორის ბავშვთა პროსტიტუციით და სექს-მონების ვაჭრობით;მიუხედავად ომისა, მთელს საბჭოთა კავშირში 1945 წელს 645 ათასი უპატრონო ბავშვი იყო, ამჟამად მარტო რუსეთშია 850 ათასი უპატრონო ბავშვი;


საერთო საარსებო მინიმუმზე დაბალი შემოსავალი რუსეთის მოსახლეობის 15% აქვს, ეს ოფიციალურად, თუმცა რეალურად 25-30%-ია, სტალინის დროს მოსახლეობის საარსებო მინიმუმი 100% იყო;


ეკონომიკა-ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალმა 1913 წელთან შედარებით 1950 წელს 3-ჯერ მოიმატა;1913-50 წლებში სამრეწველო პროდუქტმა ერთ სულ მოსახლეზე 4-ჯერ მოიმატა;


ეკონომიკური ზრდის ტემპით საბჭოთა კავშირი 2-ჯერ ასწრებდა ა.შ.შ-ს;


სტალინის დროს უმუშევრობა არ არსებობდა, რუსეთში 2000 წლისთვის 7, 1 მილიონი უმუშევარი იქნა დაფიქსირებული...


შემდგომ სტატიის ავტორს მოჰყავს უამრავი მაგალითები: ოქროს მარაგზე“ ფასების კლებაზე, ატომურ პროექტებზე, შეიარაღებაზე და ჯარზე, ბოლოს მოჰყავს ციტატები და გამონათქვამები სტალინის შესახებ, რომლებიც ცნობილმა პოლიტიკოსებმა სხვადასხვა დროს გამოთქვეს, მათ შორისაა უისტონ ჩერჩილი, ადოლფ ჰიტლერი, შარლ დე გოლი და ავერელ ჰარიმანი და სხვა...

image

იხილეთ აგრეთვე

0
1004
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1004
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0