x
image
სფინქსი
ჯასტინ ბიბერი

imageჯასტინ ბიბერი მსოფლიოში საყოველთაოდ ცნობილი მომღერალი რომელმაც კარიერა 2007 წელს დაიწყო ის ახლა მსოფლიო ტურნეზე იმყოფება დადის ხმები რომ ჯასტინი გადაღლილია ძალიან და დასვენება ჭირდება თუმცა ამას თავად მომღერალი უარყოფს და არც იტყოფს ახლა კი ჯასტინ ბიბერის ბიოგრაფიას გაგაცნობთ:ჯასტინ ბიბერი 1994 წლის 1 მარტს სტრეტფორდში, კანადის პროვინცია ონტარიოში დაიბადა. მუსიკალური მონაცემები ჯასტინს მშობლებისგან გამოჰყვა: მამა, ჯერემი ბიბერი, გიტარაზე დაკვრით იყო გატაცებული, ხოლო დედა, პეტი მალეტე, რომელსაც ამას წინათ ჟურნალმა „ფლეიბოიმ“ შიშველი ფოტოსესიის მოწყობისთვის საკმაოდ საინტერესო ჰონორარი შესთავაზა, ერთ დროს იმედისმომცემ ვოკალისტად ითვლებოდა. რთული დასაჯერებელია, რომ სიმღერით ჯასტინი სულ რამდენიმე წელია რაც დაინტერესდა, მით უმეტეს, რომ 2 წლის ასაკიდან იგი ინტერესს ავლენდა სხვადასხვა მუსიკალური ინსტრუმენტის, განსაკუთრებით კი – დასარტყამი ინსტრუმენტების მიმართ. ბავშვობაში იგი მუსიკის გაკვეთილებზეც დადიოდა და ამჟამად მას პროფესიონალურ დონეზე შეუძლია დაკვრა დასარტყამ, სიმებიან და კლავიშებიან ინსტრუმენტებზე. 12 წლის ასაკში ჯასტინმა მონაწილეობა მიიღო ადგილობრივ ვოკალურ კონკურსში „სტრეტფორდ აიდოლი“ და, მიუხედავად იმისა, რომ მისი კონკურენტები კონკურსამდე სერიოზულად იყვნენ დაკავებულნი მუსიკით, ხოლო ჯასტინი მხოლოდ დედის მეთვალყურეობის ქვეშ, სახლში მღეროდა, მან მეორე ადგილის დაკავება მოახერხა. იმავე პერიოდში ახალი გახსნილი იყო მუსიკალური პორტალი „Youtube“, სადაც სხვადასხვა კატეგორიის ვიდეოფაილების განთავსება იყო შესაძლებელი. სწორედ ამ საიტზე განათავსა ჯასტინის დედამ სახლში გადაღებული რამდენიმე სამოყვარულო მუსიკალური რგოლი. ამ რგოლებს ძალიან მალე გაუჩნდა თაყვანისმცემელთა მთელი არმია, რომლებიც ჯერ კიდევ 2007 წელს ამტკიცებდნენ, რომ ჯასტინ ბიბერი მსოფლიო დონის ვარსკვლავი გახდებოდა.

1
147
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:სფინქსი
სფინქსი
147
  
0 1 1