x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508595
ბრაზილიური (3 D) ქარგვა (+ ვიდეო გაკვეთილი)
მოცულობითი ქარგვა (3 D) ანუ ბრაზილიური ნაქარგი – არის ზედაპირული ქარგვის ერთ-ერთი სახეობა, რომელიც განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა და ახლაც სარგებლობს ბრაზილიაში. ქარგვის მოცულობითი სახეობა, ძირითადად, ყვავილების ქარგვისას გამოიყენება. გარდა ამისა, ბრაზილიური გვირისტულები ქარგვის სხვა სახეობებშიც არის გამოყენებული. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ ტიპის ქარგვისას, გვირისტულები არა ერთი (როგორც ჯვრით ქარგვის დროს), არამედ, რამდენიმე ტექნიკის გამოყენებით იქმნება.


image

image

ბრაზილიური ქარგვისთვის საჭირო არის:


საქარგავი რგოლი, რაც უფრო დიდი იქნება მით უკეთესი – ამ სახის ნაქარგის ნიმუში საკმაოდ დიდი ზომის შეიძლება იყოს. მოცულობითი ქარგვა გამოიყენება როგორც პატარა ზომის, მაგ., ხელსახოცების მოსაქარგად, ისე სამოსის გასაფორმებლად. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქარგვის სხვა სახეობებისგან განსხვავებით, გვირისტულები უფრო დიდი ზომის არის და არც დიდი დრო არის საჭირი, რგოლის შიგნით მოსაქარგი ქსოვილის ამოსაქარგად.


image
ქსოვილი — ნებისმიერი შეიძლება იყოს! ბამბა, ტრიკოტაჟი, თუმცა სელი, ამ მხრივ – უკონკურენტო არის.


ნემსი და ძაფი — ბრაზილიური გვირისტულები ძირითადად აბრეშუმის ძაფით იქმნება, თუმცა ყველადერი ქსოვილზე არის დამოკიდებული. სქელ ქსოვილზე ან მოქსოვილ სამოსზე, სხვა ძაფის გამოყენებაც შეიძლება.

ნემსი – ასევე ქსოვილის ტექსტურაზე და ძაფის სისქეზე არის დამოკიდებყლი, რაც უფრო თხელია ქსოვილი, მაგ., აბრეშუმი, ნემსი უფრო წვრილი უნდა იყოს და ამ შემთხვევაში, აუცილებლად დაგჭირდებათ ძაფის ამომყვანი.

გარდა ამისა, განსხვავებული გვირისტულების ქსოვისას, სხვადასხვა ზომის ნემსი არის საჭირო. ასევე ყურადღება მიაქციეთ ნემსის ყურს – ძაფის გასაყრელი მოგრძო უნდა იყოს.



image

image
ქარგვის ტექნიკა


უპირველეს ყოვლისა, საჭირო არის ესკიზი, რომლის მიხედვითაც უნდა შეიქმნას ნაქარგი. შემდეგ, ესკიზის გადატანა ქსოვილზე ხდება.


image

შენიშვნა: ესკიზის შერჩევას რაც შეეხება, ამ მხრივ, არანაირ სირთულე არ შეგექმნებათ, მოტივის შერჩევა საბავშვო გასაფერადებლებიდან შეიძლება, რომლებიც მრავლადაა ინტერნეტში. მაგ., ასეთი:

imageimageimage

imageimageimage

გვირისტულების და ნაკერების წესები დადგენილი არ არის, რომელიც უფრო მოუხდება და რომლის გამოყენებასაც უფრო საჭიროდ ჩათვლით, ის გამოიყენეთ.

გარდა ამისა, შეგიძლიათ ნაქარგის გასაფორმებლად, ბისერიც გამოიყენოთ.


ღეროიანი ნაკერი


image

image


ეს ყველაზე მარტივი ნაკერია და აქტიურად გამოიყენება კონტურების შემოსავლებად.


image


ყულფი – მისი ზომა განსაზღვრული არ არის, შეიძლება მოკლე, ერთმანეთზე მიმჯდარი ან დაშორებული იყოს. რაც უფრო სქელია ქსოვილი და ძაფი, მით უფრო დიდი ზომის ყულფების გაკეთება შეიძლება.


image

მარყუჟ


image


როკოკო


როკოკო ქარგვის მხოლოდ ხერხი კი არა, მთელი სტილი არის. მისი არსი, ნემსზე ძაფის შემოხვევაში მდგომარეობს. ხოლო მთელი ნიუანსი იმაშია, რომ შემოხვევა, ძაფის იმ ბოლოთი უნდა მოხდეს, რომელიც ქსოვილიდან არის ამოსული და კიდევ – მნიშვნელოვანია, რომ ნემსზე ძაფის შემოხვევა საათის ისრის მიმართულების საწინააღმდეგო მიმართულებით მოხდეს... წინააღმდეგ შემთხვევაში, ნაქარგი ულამაზო გამოდის.

“როკოკო", ძირითადად, ყვავილების კოკრების და გვირგვინების ქარგვისას გამოიყენება და კარგად ჯდება ტრიკოტაჟის და ჯინსის ქსოვილებზე.

გარდა ამისა, ამ ტექნიკით სუფრის, ხელსახოცების, ცხვირსახოცების და საწოლის თეთრეულის გაფორმებაც შეიძლება.
და უნდა აღინიშნოს, რომ ქარგვის ამ სტილს შალის ძაფი უფრო მეტად უხდება, ვიდრე აბრეშუმის – ნაქარგიც უფრო ეფექტური გამოდის და ძაფიც ნაკლებად იბლანდება.

image

image


როკოკოს ერთ-ერთი ელემენტია ფრანგული კვანძია:


image
ქვემოთ მოცემულ ნიმუშზე ფრანგული კვანძით ლურჯი ყვავილები არის ამოქარგული.


image


ეს ნიმუში კი, მთლიანად ფრანგული კვანძებით არის შექმნილი.


image


არსებობს გრძელი ფრანგული კვანძიც:

image

image


ყველაზე ხშირად, “როკოკო" ვარდის ქარგვის დროს გამოიყენება.


image


“სპირალის" გარდა, ვარდის ქარგვის სხვა მეთოდებიც არსებობს, მათ შორის – მარყუჟით ქარგვა:


image

image


ქარგვის დროს, ორმაგი მარყუჟის გაკეთებაც შეიძლება.


image


როგორც ნახეთ, ყვავილების გვირგვინები ადვილი გასაკეთებელია და არც ფოთლების ქარგვა წარმოადგენს დიდ სირთულეს:


image


არსებობს ფოთლების ქარგვის სხვა მეთოდებიც:

image


და რა თქმა უნდა, პეპლები. მათ გარეშე ხომ ბევრი ნიმუში უბრალოდ წარმოუდგენელია?

image

image

მოცულობითი ქარგვის სხვა ნიმუშები:


image

image

image

image

imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage

imageimageimageimageimage

imageimageimageimage

imageimageimageimage


სივრცითი ანუ ბრაზილიური ქარგვის ვიდეო გაკვეთილი დაგეხმარებათ, თქვენი იდეების უფრო მარტივად განხორციელებაში.



imageimageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

image* ყაისნაღით ქსოვა. პირველი გაკვეთილი, იდეები, მოდელები, სქემები, უზორები (მოცემულია 100-ზე მეტი ნიმუში)

* 100-ზე მეტი იდეა ჩხირებით ქსოვის მოყვარულთათვის (მოდელები, სქემები, უზორები)

* სამოსის 20 მოდელი, რომლის შესაქმნელად სპეციალური უნარ-ჩვევები საჭირო არ არის

0
1724
12-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1724
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0