x
მეტი
  • 24.03.2019
  • სტატია:87783
  • ვიდეო:338111
  • სურათი:449295
8 მითი, რომელიც სინამდვილე აღმოჩნდა. ორსულებმა აუცილებლად გაითვალისწინეთ!

მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე საზოგადოებაში ცრურწმენების ძალიან ცოტა სივრცეა, ადრე ისინი ისტორიის ნაწილს წარმოადგენდნენ, რამაც დიდი როლი ითამაშა მაშინდელი კულტურისა და საზოგადოების ჩამოყალიბების საკითხში. თუმცა დღესაც არის ერი, რომელთაც აქვთ ცრურწმენების საკუთარი კომპლექტი ტრადიციულად შემორჩენილი.


დამეთანხმებით ალბათ, რომ საქართველოს გარკვეულ კუთხეებშიც დღესაც მძვინვარებს ე.წ ცრურწმენები და შავი კატა, გატეხილი სარკე, ღამით ნაგვის გატანა და სხვა- გამუდმებით გვესმის. დღევანდელ სტატიაში მინდა წარმოგიდგინოთ ცრურწმენების ის ჩამონათვალი, რომელებიც მითი გვეგონა, თუმცა რაციონალურ მარცვალს ნამდვილად შეიცავენ და ორსულებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ.


8 მითი, რომელიც სინამდვილე აღმოჩნდა!




1. თუ საშინელებათა ჟანრის ფილმებს უყურებთ, ბავშვი მახინჯი დაიბადება.image
პირდაპირი გაგებით არა რა თქმა უნდა, თუმცა ამ ჟანრის ფილმების ყურების დროს ორსული ქალი განიცდის ჰორმონალურ ცვლილებას, ჭარბ სტრესს კი მიყავთ ისინი სისხლის ნაკადის დარღვევამდე, რასაც არაპროგნოზირებადი შედეგი შეიძლება მოყვეს. ამიტომ უმჯობესია ორსულობის დროს ეს ჟანრი დაივიწყოთ.




2. თუ კატას ეფერებით, ბავშვს მტრები ეყოლება.image
ბავშვს ერთი მტერი მართლაც ემუქრება - ტოქსოპლაზმოზი, რომლის გადამტანი ანუ კატარღა სწორედ რომ კატაა. უმჯობესია ორსულობის დროს კატის მოფერებისგან თავი შეიკავოთ.




3. თუ კარის ზღურბლზე იჯდებით, ბავშვის სულს ბოროტი ძალები წაიყვანენ.image
არც კარის ზღურბლზე და არც სხვა ადგილას, სადაც ორპირია, ორსულის ჯდომა არ შეიძლება. მის მდგომარეობაში იმუნური სისტემა დაქვეითებულია, ორპირ ნიავში ჯდომა კი გამოიწვევს ჯანმრთელობის სხვადასხვა დარღვევას და ასევე შესაძლო არაპროგნოზირებად შედეგს.




4. თუ წითელ ხილს მიირთმევთ, ბავშვი სიწითლით დაიბადება.image
ყველა წითელი ხილი და კეკნკრა ძლიერი ალერგენია, ამიტომ ექიმები იძლევიან რეკომენდაციას ორსულობის დროს არ მივირთვათ, თუმცა დასავლელი ექიმები საპირისპიროს ქადაგებენ.




5. თუ ფეხი-ფეხზე გადაიდებ, მაშინ ბავშვი მუცელში ფეხებით ქვევით იქნება.image
ფეხის ფეხზე გადადება სისხლის მიწოდებას აფერხებს, რაც ზრდის ვარიკოზული ვენების რისკს და ასევე ბავშვზე ზეწოლას იწვევს. უმჯობესია ორსულობის დროს თავისუფლად იჯდეთ.




6. თუ ზურგზე დაიძინებთ, ბავშვი გაიგუდება.image
განსაკუთრებით საყურადღებოა ამ პოზიციაში ძილის მოყვარული ორსულებისთვის ორსულობის ბოლო პერიოდში, რადგან ნაყოფი გადაკეტავს ღრუ ვენას და იგრძნობთ სისუსტეს, თავბრუსხვევას, ჰაერის ნაკლებობას, რაც ასევე გამოიწვევს ჰიპოქსიას. (ნაყოფის ჰიპოქსია მდგომარეობაა, როდესაც ნაყოფს დედა-პლაცენტა-ჭიპლარი მიმოქცევაში მოცირკულირე სისხლიდან არ მიეწოდება საკმარისი რაოდენობით ჟანგბადი და ჟანგბადის დეფიციტის პირობებში ირღვევა ნაყოფის ზრდისა და განვითარების პროცესი)




7. თუ სარეცხს გაფენთ, ბავშვი ჭიპლარში აიბლანდება.image
ამ მითშიც არის სიმართლის მარცვალი, რადგან სარეცხის გაფენისა თუ მოხსნის დროს ეცადეთ ორივე ხელით არ იმოქმედოთ, რადგან ხელების გამუდმებული ზედა პოზიცია საშვილოსნოს ტონუსს გამოიწვევს. ტონუსი კი საზიანო და სახიფათოა.




8. არ მიიღოთ აბაზანა, რადგან ბავშვს ძალა ეცლება.image
ცხელი აბაზანა, განსაკუთრებით ორსულობის ადრეულ ეტაპზე საშიშია, შეიძლება გამოიწვიოს აბორტის პროვოცირება. თბილი აბაზანა კი პირიქით, სასარგებლოა და ძალიან ამშვიდებს.




აი ის ფაქტი კი, თითქოს ბიჭის შემთხვევაში მუცელი წაწვეტებული ფორმისაა, გოგოს შემთხვევაში კი მრგვალი, მართლა მითია, რადგან ორსულის მუცელი პიროვნების მუცლისა და მუცლის კუნთების ფორმაზეა დამოკიდებული. არსებობს მხოლოდ დამთხვევები.

image




P.S. ჯანმრთელობას და ბედნიერ მოლოგინებას გისურვებთ!




იხილეთ აგრეთვე:


ყველაზე პოპულარული ცრურწმენები.

4 მიზეზი თუ რატომ არიან გმირები- ქალები, რომელთაც საკეისრო კვეთა გადაიტანეს





0
836
19-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
836
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0