x
მეტი
  • 23.11.2017
  • სტატია:71200
  • ვიდეო:324258
  • სურათი:426300
ირანი შტატებს პირობებს უყენებს

imageირანი იმუქრება, რომ გააუქმებს
ატომურ ხელშეკრულებას თუ ვაშინგტონი თეირანს ახალ სანქციებს დაუწესებს. ეს
განცხადება სამშაბათს ირანის პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ გააკეთა.


„თუ მათ (აშშ) მოუნდებათ
გამოიყენონ იგივე მეთოდები, (სანქციები) მაშინ ჩვენ დროის მოკლე პერიოდში - არა
კვირების და თვეების განმავლობაში, არამედ რამოდენიმე დღეში ან საათში -
დავუბრუნდებით ადრინდელ სიტუაციას (ატომური ხელშეკრულების დადებამდე)“ - განაცხადა
რუჰანმა


2015 წლის 14 ივლისს ირანმა
და მსოფლიო ქვეყნების „ექვსეულმა“(რუსეთი, დიდიბრიტანეთი, ჩინეთი, აშშ, საფრანგეთი
და გერმანია) მიაღწია მრავალწლიანი პრობლემის, ირანის ატომის რეგულაციის
შეთანხმებას. იგი მოიცავს რამოდენიმე პუნქტიან გეგმას, რომლის შესრულებაც 2016 წლის
16 იანვარს დაიწყო.


ხელშეკრულება ითვალისწინებდა
ირანის მიმართ ყველა იმ სანქციის მოხსნას, რომელიც დაწესებული იყო UNO, აშშ-სა
და ევროკავშირის მიერ ირანის ატომური პროგრამის გამო. თვისმხრივ, ირანი ვალდებული
იყო შეეზღუდა ატომური საქმიანობა და იგი საერთაშორისო კონტროლის ქვეშ აეყვანა.

0
180
შეფასება არ არის
ავტორი:ტ.დევდარიანი
ტ.დევდარიანი
180
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0